ირინე უგრეხელიძე
მისამართი: მ. კოსტავას 68; I სასწავლო კორპუსი; ოთახი 553
ტელ: (+995 32) 2 77 11 11 (72-63)
ugrekhelidzeirine05@gtu.ge
თანამშრომლობის ინიციატივა დარგის პროფილის ინდუსტრიის წარმომადგენლებს
სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ხორციელდება საქართველოს და ევროპული საგანმანათლებლო სტანდარტებზე ორიენტირებული, მულტიდისციპლინური საგანმანათლებლო პროგრამები - მათ შორის ამ პროგრამების ნაწილს საქართველოში ანალოგები არ გააჩნია. შესაბამისად დასაქმების ბაზარზე დიდია მოთხოვნა ფაკულტეტის კურსდამთავრებულებზე. ფაკულტეტისათვის, როგორც ერთ-ერთი ძველი და ტრადიციული საინჟინრო სკოლისათვის საქართველოში, მოქმედი 2022-2028 წწ სტრატეგიული განვითარების გეგმით განსაზღვრულია ის პრიორიტეტები, რომლებიც მიზნად ისახავს აკადემიურ სივრცეში, სწავლის, სწავლებისა და კვლევის ისეთი სტანდარტების დანერგვას, რომლებიც მუდმივად გააუმჯობესებს სასწავლო გარემოს და გაზრდის განათლების შესაბამისობას თანამედროვე შრომის ბაზრის გამოწვევებთან.
გვაქვს ინიციატივა რომლის მიზანია ფაკულტეტის, როგორც საინჟინრო განათლების ტრადიციულ ინსტიტუციასა და სამეწარმეო ბიზნეს ინდუსტრიებს შორის კავშირების გაძლიერება; განათლებაში დამსაქმებლების მონაწილეობის უზრუნველყოფა და სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის შედეგების გაუმჯობესებით შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადების ხელშეწყობა.
საბოლოოდ გვსურს კერძო და საჯარო სექტორთან თანამშრომლობით, შეიქმნას კარიერული განვითარების და პროფესიული ზრდისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები სასწავლო პროგრამებში პრაქტიკული კომპონენტის განვითარების, ტრენინგ-სემინარების, ერთობლივი კვლევითი აქტივობებისა და სხვა ინოვაციური მექანიზმების საშუალებით.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერებით თანამშრომლობა ხელს შეუწყობს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს სწრაფ მოდერნიზაციას. რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული და კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალის განვითარებას და განსხვავების შემცირებას სწავლის შედეგებსა და შრომის ბაზრის მოლოდინებს შორის (skills gap).
ჩვენი კონცეფცია მოიცავს ინდუსტრიებსა და ფაკულტეტს შორის თანამშრომლობას კონკრეტული ბიზნეს პრობლემების გადასაწყვეტად, ინდუსტრიის, სტუდენტების და აკადემიური პერსონალის ერთობლივი პრაქტიკული მონაწილეობით.
იმისათვის რომ გავამარტივოთ ურთიერთობები და მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ დამსაქმებელს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შორის კავშირი, ფაკულტეტის პროფილის შესაფერის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ვთავაზობთ ღია თანამშრომლობას ზემოთ აღწერილი მიზნებიდან გამომდინარე. შესაბამისად მოხარული ვიქნებით განვიხილოთ ნებისმიერი წინადადება რომელიც გააუმჯობესებს, საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ბიზნეს შორის თანამშრომლობას.
აღნიშნული ინიციატივით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ.
ბორის გითოლენდია
დეკანის მოვალეობის შემსრულებელი
მისამართი: მ. კოსტავას 68; I სასწავლო კორპუსი; ოთახი 563
ტელეფონი: (+995 593) 91 82 11; +995 32 77 11 11 შიდა ქსელი: 62-72
ელ.. ფოსტა boris.gitolendia@gtu.ge