საუკუნოვანი ისტორია
სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი არის საუკუნოვანი ისტორიის მქონე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ერთ-ერთი უძველესი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული. ფაკულტეტის ისტორია 1928 წლიდან იწყება;
სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი არის საუკუნოვანი ისტორიის მქონე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ერთ-ერთი უძველესი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული. ფაკულტეტის ისტორია 1928 წლიდან იწყება;
ფაკულტეტზე ხორციელდება, საქართველოსა და ევროპულ საგანმანათლებლო სტანდარტებზე ორიენტირებული, მულტიდისციპლინური საგანმანათლებლო პროგრამები - მათ შორის ისეთი პროგრამები, რომელთაც საქართველოში ანალოგები არ გააჩნია. დღეს ფაკულტეტი სწავლების სხვადასხვა საფეხურზე უზრუნველყოფს საერთაშორისო დონის უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე კადრების მომზადებას;
პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, ფაკულტეტზე არსებული პროგრამების უმეტესი ნაწილი 100%-ით დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ;
ფაკულტეტზე ექსკლუზიურად ისწავლება ისეთი პროგრამები, როგორებიცაა მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია; ტრანსპორტი (საავტომობილო ტრანსპორტი; სარკინიგზო ტრანსპორტი); სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია; საკვები პროდუქტების წარმოება-გადამუშავება და სამაცივრო მოწყობილობები; საავიაციო ინჟინერია; ამ და სხვა მოქმედ პროგრამებში, გათვალისწინებულია „საწარმოო პრაქტიკის“ კომპონენტი, რომელიც ხორციელება საქართველოში მოქმედ მსხვილ და საშუალო ინდუსტრიულ სამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
საქართველოში პირველად „ლოჯისტიკის“ სწავლება დაიწყო ამ ფაკულტეტზე. ამჟამად მოქმედი „ლოჯისტიკის“ პროგრამა, რამდენიმე წლის წინ, გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) დაფინანსებით და წამყვან გერმანულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით განახლდა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს DAAD-ის პირველ საინჟინრო სასწავლო პროგრამას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში;
ფაკულტეტზე მოქმედი აკრედიტებული პროგრამა „სამეწარმეო ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა“ (ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი), საქართველოს მასშტაბით არის უანალოგო. ის მომზადდა ბრიტანელ კოლეგებთან კოლაბორაციით და მისი შინაარსი კონცენტრირებულია სამეწარმეო დარგებზე (ტრანსპორტი, მრეწველობა). პროგრამა ორიენტირებულია მოამზადოს პრაქტიკული და ტრანსფერული უნარების მქონე, ბიზნესის მენეჯმენტის ფართო ცოდნით აღჭურვილი სპეციალისტები;
ამჟამად ფაკულტეტზე მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები აპრობირებულია საერთაშორისო სტანდარტებთან და გამოირჩევა მაღალი თავსებადობით დასავლურ პროგრამებთან. მათი შედგენისას გათვალისწინებულია სხვადასხვა დასავლურ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში დანერგილი საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება;
ქართულ პროგრამებთან ერთად, ფაკულტეტზე ასევე ხორციელდება ერთი ინგლისურენოვანი პროგრამა "მექანიკის ინჟინერია" და ერთი რუსულენოვანი პროგრამა "ტრანსპორტი". ფაკულტეტზე სწავლობენ საერთაშორისო სტუდენტები;
ფაკულტეტი, სტუ-ს ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის შესაბამისად, აქტიურადაა ჩართული ევროკომისიის პროგრამა ERASMUS + და სხვა საერთაშორისო პროგრამების აქტივობებში და უზრუნველყოფს სტუდენტებისა და თანამშრომლების აღნიშნულ პროგრამაში აქტიურ მონაწილეობას. შესაბამისად, ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის სწავლის საზღვარგარეთ და მაღალ საფეხურებზე გაგრძელების შესაძლებლობები მაღალია;
დაარსებიდან დღემდე, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი დაამთავრა სხვადასხვა თაობის არაერთმა საზოგადოებისთვის ცნობილმა და წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა, რომლებიც მოღვაწეობდნენ და დღესაც მოღვაწეობენ სხვადასხვა დარგში როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სტუდენტებითა და კურსდამთავრებულებით;