საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები შპს „ლასარეს“ ავია-სატვირთო ტერმინალს ესტუმრნენ.
საინფორმაციო-გაცნობითი ხასიათის შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტები დეტალურად გაეცნენ ტერმინალის მუშაობის სპეციფიკასა და თანამედროვე ლოგისტიკურ პროცესებს. კომპანიის წარმომადგენლებმა მომავალ ინჟინრებს სატვირთო საჰენდლინგო მომსახურების ბაზა, საბაჟო საწყობი და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სასაწყობო მეურნეობა დაათვალიერებინეს.
კომპანია ,,ლასარე” ბაზარზე 1989 წლიდან ოპერირებს. მომხმარებელს სთავაზობს მაღალხარისხიან, პროფესიონალურ მომსახურებას 24-საათიან რეჟიმში. ტერმინალის ტერიტორიაზე განლაგებულია ყველა საჭირო სამსახური სატვირთო გადაზიდვების სრულყოფილი და დროული უზრუნველყოფისათვის. ობიექტი აღჭურვილია უსაფრთხოების დაცული სისტემით.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი და კვალიფიციური პასუხები მათთვის საინტერესო პროფესიულ საკითხებზე.
ასეთი ტიპის თანამშრომლობა უნივერსიტეტსა და კერძო სექტორს შორის უმნიშვნელოვანესია, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გარემოში დაათვალიერონ და უკეთ გაიაზრონ სამუშაო პროცესის სირთულეები ან უპირატესობები. მსგავსი პრაქტიკული შეხვედრები ხელს უწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებას და სტუდენტების პროფესიულ ორიენტაციას შრომის ბაზარზე.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.