სტუ
02/04/2026

სამუშაო შეხვედრა Erasmus+ CBHE პროექტის „DIGITECH“ ფარგლებში

4 (1).jpeg

1 აპრილს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე საერთაშორისო პროექტის „DIGITECH“ (ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა ტექნოლოგიური პროცესებისა და წარმოების დიგიტალიზაციაში) სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ძირითადი მიზანი პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კურიკულუმების მოდერნიზება და ამ მიმართულებით საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარება იყო. აკადემიურმა პერსონალმა, რომლებიც მარტის თვეში ამავე პროექტის ფარგლებში მარიბორის უნივერსიტეტის (სლოვენია) საერთაშორისო ვორკშოპში მონაწილეობდა, კოლეგებს ვიზიტის ფარგლებში მიღებული „ინდუსტრია 4.0“-ის სტანდარტების შესაბამისი პრაქტიკული ინფორმაცია გაუზიარეს.

პროექტი „DIGITECH“ მიზნად ისახავს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში სამრეწველო განათლების ტრანსფორმაციასა და კვალიფიციური კადრების დეფიციტის აღმოფხვრას. შეხვედრაზე დაიგეგმა სამუშაო ჯგუფის ფორმირება, რომელიც უზრუნველყოფს ახალი სასწავლო კურსების შემუშავებასა და მათ ინტეგრირებას ფაკულტეტის სასწავლო პროგრამებში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში პროექტის „DIGITECH“ კონსორციუმს ხელმძღვანელობს სტუ-ის ინსტიტუტი „ტექინფორმი“, ხოლო ინსტიტუციურ კოორდინაციას ახორციელებს სტუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი კარლო კოპალიანი. პროექტის ძირითადი შედეგების დანერგვა კი სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე იგეგმება.

პროექტის ევროპელი პარტნიორები არიან ჰამბურგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (გერმანია) და მარიბორის უნივერსიტეტი (სლოვენია), მათთან ერთად კი ინიციატივაში ჩართულია სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოდან, სომხეთიდან და ყირგიზეთიდან.