„LEED სერტიფიცირება და ენერგოეფექტური შენობები საქართველოში“ - საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსში, კომპანია „ბაუმერის“ ბრენდირებულ სასწავლო სივრცეში, საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - „LEED სერტიფიცირება და ენერგოეფექტური შენობები საქართველოში“.
შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტებისა და აკადემიური წრეებისთვის, ასევე, დარგობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის იმ თანამედროვე სტანდარტების გაცნობას, რომლებიც დღეს მსოფლიო სამშენებლო ინდუსტრიის პრიორიტეტებს განსაზღვრავს.
ლექციის ფარგლებში მომხსენებლებმა დეტალურად განიხილეს საერთაშორისო სტანდარტი LEED (Leadership in Energy and Environmental Design), სერტიფიცირების პროცესი და მისი გადამწყვეტი როლი გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებაში. ყურადღება გამახვილდა საქართველოში ენერგოეფექტური მშენებლობის განვითარების ტენდენციებსა და ამ გზაზე არსებულ გამოწვევებზე. მომხსენებლებმა, ასევე, ვრცლად ისაუბრეს სერტიფიცირების ეკონომიკურ და ეკოლოგიურ უპირატესობებზე გრძელვადიან პერსპექტივაში.
ღონისძიებას, ბიზნესსექტორისა და დარგის მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. დისკუსიისას ხაზი გაესვა, რომ თანამშრომლობა „უნივერსიტეტი-ბიზნესი“ ფორმატში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის: სტუდენტები და ლექტორები იღებენ უახლეს ინფორმაციას უშუალოდ პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან, ხოლო კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ კვალიფიციური კადრების მომზადების პროცესში და ხელი შეუწყონ დარგის განვითარებას.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „ენერგოეფექტურობა აღარ არის მხოლოდ არჩევანი, ეს თანამედროვე ინჟინერიის აუცილებელი სტანდარტია“. კომპანია „ბაუმერი“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამომავლოდაც გეგმავენ მსგავსი საჯარო დისკუსიების გამართვას.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.