პროფესორ გივი სანაძის სამუშაო ვიზიტი ალიკანტეს უნივერსიტეტში
2-6 თებერვალს, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორი გივი სანაძე სამუშაო, აკადემიური ვიზიტით ალიკანტეს უნივერსიტეტში (ესპანეთი) იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, პროფესორი გივი სანაძემ სამუშაო შეხვედრები გამართა ალიკანტეს უნივერსიტეტის პოლიტექნიკური სკოლის აეროკოსმოსური ინჟინერიის მიმართულების აკადემიურ პერსონალთან, სადაც დეტალურად განიხილეს სწავლების თანამედროვე მეთოდები, მიმდინარე აკადემიური პროცესები და იმსჯელეს პროფესიულ სამეცნიერო სიახლეების შესახებ.
მობილობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სალექციო კურსს, რომელიც პროფესორმა გივი სანაძემ აეროკოსმოსური ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ჩაატარა, რამაც სტუდენტებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.
ვიზიტი, მათ შორის მოიცავდა ადგილობრივი სასწავლო და ლაბორატორიული ბაზების გაცნობას და მრავალფეროვან აკადმიურ და საგანმანათლებლო აქტივობებს. გამოცდილების გაზიარების საფუძველზე, დაისახა კონკრეტული გეგმები საავიაციო და აეროკოსმოსური ინჟინერიის სფეროში ერთობლივი სამეცნიერო პროექტებისა და აკადემიური თანამშრომლობის განვითარებისთვის.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.