მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დოქტორი
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 55 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლების საფასური - 4000 ლარი.
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.
ქიმიური და ბოლოგიური ინჟინერიის სადოქტორო პროგრამა მიზნად ისახავს მაღალკვალიფიცირებულ და მოტივირებულ სპეციალისტთა კადრების მომზადებას, რომელთაც უნარი შესწევთ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშობის შედეგად მონაწილეობა მიიღონ მრავალრიცხოვანი, საქართველოში მომქმედი სასწავლო-საკვლევი დაწესებულებების და სამრეწველო ობიექტების სამეცნიერო-პრაქტიკულ საქმიანობაში და მათი განვითარების დაგეგმვაში.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ქიმიის დოქტორი
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 50 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლების საფასური - 4000 ლარი.
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.
დოქტორანტურის ძირითადი მიზანია ქიმიის ფუნდამენტური საკითხების თეორიული ღრმა ცოდნის მიღება, ექსპერიმენტული და კვლევის ფიზიკურ-ქიმიური მეთოდების დაუფლება და მათი პრაქტიკაში წარმატებით გამოყენება; სპეციალისტების მომზადება და ქიმიის დარგში დასმული პრობლემური საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტა.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მეტალურგიის დოქტორი.
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 50 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლების საფასური - 4000 ლარი.
მეტალურგიაში სადოქტორო პროგრამის მიზანია: სრულფასოვანი და ხარისხიანი მაპროფილებელი და სამეცნიერო-პედაგოგიური განათლების, პროფესიული კომპეტენტურობის მიღება, მეტალურგიის სფეროში დოქტორანტების თეორიული და პრაქტიკული ინდივიდუალური მომზადების გაღრმავება; მაღალი კლასის სპეციალისტების მომზადება უმაღლეს სასწავლო დაწასებულებებში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, მეტალურგიის სფეროში მაღალ კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მასალათმცოდნეობის დოქტორი
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 55 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლების საფასური - 4000 ლარი.
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.
სადოქტორო პროგრამის მიზანია მოამზადოს საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი, კონკურენტუნარიანი, ინოვაციურ საქმიანობაზე ორიენტირებული მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი მასალათმცოდნეობისა და მასალათა დამუშავების სფეროში. გამოუმუშავოს მასალათმცოდნეობაში არსებული პრობლემების ამოცნობის და კრიტიკული ანალიზის უნარი. გააცნობიერებინოს სხვადასხვა სახის დამუშავებისა და გარემო პირობების გავლენა საკონსტრუქციო მასალების საექსპლუატაციო მახასიათებლებზე.