სტუ
 

04/09/2026

სტუდენტთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განხორციელებული უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე არსებული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა "სამეწარმეო ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა" გადავიდა მილევად რეჟიმში.

იმ სტუდენტებს, რომლებსაც ამ პროგრამების ფარგლებში დაგროვებული აქვთ 45 კრედიტზე ნაკლები და ამასთანავე, შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი, სწავლის გაგრძელების მიზნით შეუძლიათ განახორციელონ გარე მობილობა. გარე მობილობა ხორციელდება განათლების სამინისტროს პორტალზე 7 სექტემბრის ჩათვლით https://students.emis.ge/

გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია გაითვალისწინოთ და სწავლის შემდგომ გაგრძელებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს.

საკონტაქტო: სასწავლო პროცესის მართვის განყოფილება:

მისამართი: კოსტავას 68; სტუ I კორპუსი; V სართული; № 539 ოთახი:

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00- 18:00 სთ.

ტელ: (+995 32) 2 77 11 11 (72 55)

ელ. ფოსტა: shubitidzetamar05@gtu.ge
03/09/2026

სტუ-სა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის განახლებულ  მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

აღსანიშნავია, რომ მემორანდუმთან ერთად მხარეებმა „პრაქტიკის ხელშეკრულება“ გააფორმეს, რომლის მიზანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე შემუშავებული ახალი სამაგისტრო პროგრამისთვის – „სატრანსპორტო პროცესების მომსახურება“, გამოყენებითი კომპონენტის უზრუნველყოფა.

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, საგანმანათლებლო პროგრამა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა. ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე პროგრამა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ აკრედიტაციის პროცედურებს გადის.

„სატრანსპორტო სექტორი საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სატრანზიტო პოტენციალის ათვისების ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია. თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესი, გარემოსდაცვითი სტანდარტები და საგზაო უსაფრთხოების ახალი რეგულაციები მოითხოვს მაღალკვალიფიციური, თანამედროვე ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი კადრების მომზადებას. სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს ქვეყანაში მიმდინარე განათლების რეფორმა, რომლის ძირითადი პათოსი უმაღლესი განათლების რეალურ ეკონომიკასთან, შრომის ბაზარსა და სახელმწიფო დარგობრივ ინსტიტუციებთან მჭიდრო ინტეგრაციას გულისხმობს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის პარტნიორობის გაღრმავება ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი და პრეცედენტული ნაბიჯია. თანამშრომლობა იძლევა შესაძლებლობას, მნიშვნელოვნად გაძლიერდეს პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება. ახალი სამაგისტრო პროგრამის – „სატრანსპორტო პროცესების მომსახურება“, სტუდენტები თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ გამოცდილებას უშუალოდ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ბაზაზე გაივლიან. ამასთანავე, ჩვენი აკადემიური პერსონალი უზრუნველყოფს და გააგრძელებს სააგენტოს თანამშრომლებისთვის მოკლე და გრძელვადიანი საგანმანათლებლო თუ სერტიფიცირების პროგრამების შემუშავებასა და შეთავაზებას დარგის თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით. პარალელურად, მხარეები ვიმუშავებთ ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით პროექტებზე, რომლებიც მიმართული იქნება საავტომობილო ტრანსპორტის ექსპლუატაციის, ეფექტურობის, საგზაო უსაფრთხოებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისაკენ“.

 – ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის თქმით, აკადემიური სექტორისა და სახელმწიფო უწყებების მჭიდრო თანამშრომლობა დარგის განვითარებისთვის მყარ საფუძველს ქმნის.

როგორც პროფესორი თამარ წერეთელი აღნიშნავს, უნივერსიტეტისა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს პარტნიორობა ასახავს მხარეების საერთო ხედვას მდგრადი განვითარების მიმართულებით.

მისივე განცხადებით, უნივერსიტეტსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის გაფორმებული განახლებული შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებისა და წამყვანი საინჟინრო სკოლის ერთობლივი სამუშაო პროცესი უზრუნველყოფს სატრანსპორტო დარგის სტაბილურ, ინოვაციურ და მდგრად განვითარებას.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს თეორიულ ცოდნასთან ერთად ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ რეალურ სამუშაო გარემოზე დაფუძნებული პრაქტიკული გამოცდილება. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან თანამშრომლობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ახალი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეძლებენ, სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და პროფესიული უნარები უშუალოდ სატრანსპორტო სფეროში განივითარონ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტსა და დარგის წამყვან ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული კვალიფიციური კადრების მომზადებას შეუწყოს ხელი“.

– პროფესორი თამარ წერეთელი

სიახლეები 1 - 10 სულ 503
პირველი გვერდი | წინა გვერდი | 1 2 3 4 5 | შემდეგი გვერდი | ბოლო გვერდი