სტუ
28/10/2026

ერთი ნაბიჯი კარიერული განვითარებისკენ - Career Day ფაკულტეტზე

27 ოქტომბერს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, HR აუთსორსინგული კომპანია One Point-ის წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრა სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით Career Day გაიმართა. 

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, დეტალურად გაცნობოდნენ კარიერულ შესაძლებლობებს, მიეღოთ პრაქტიკული რჩევები პროფესიული ზრდისთვის და გაეგოთ მეტი თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესახებ.

ღონისძიების ძირითადი მიმართულებები:

  • One Point Career Workshop - მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები ეფექტური CV-ის მომზადების, საკუთარი ძლიერი მხარეების სწორად წარმოჩენისა და გასაუბრების წარმატებით გავლის შესახებ.
  • Explore Career Opportunities - სტუდენტები გაეცნენ სხვადასხვა კომპანიის აქტუალურ ვაკანსიებსა და კარიერული განვითარების პერსპექტივებს.
  • Meet the Recruiters - მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პირადად შეხვედროდნენ One Point-ის რეკრუტერებს, გაეზიარებინათ საკუთარი პროფესიული ინტერესები და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ვაკანსიებზე.
Career Day კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სტუდენტების პროფესიული განვითარების, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისა და შრომის ბაზართან ეფექტური ინტეგრაციის გზაზე!