პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი დაიწყო. 5 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულ პროფესიული პროგრამების სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ფაკულტეტისა და ცენტრალური ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელები და განმახორციელებლები.
შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის ფაკულტეტის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო პროცესისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცნობა. სტუდენტებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ფაკულტეტზე არსებული შესაძლებლობების, სასწავლო გარემოსა და მათი პროფესიული განვითარების პერსპექტივების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე 16 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება, რაც პროფესიული განათლების მიმართულებით ფაკულტეტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასშტაბით ლიდერის პოზიცია უკავია.
ფაკულტეტის ადმინისტრაცია ახალ სტუდენტებს წარმატებულ, საინტერესო და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს!
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.