ქართულენოვანი პროგრამები

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ტრანსპორტის ინჟინერიის დოქტორი

პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 50 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.

სწავლების ენა - ქართული.

სწავლების საფასური - 4000 ლარი.

პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.

პროგრამის მიზანია მოამზადოს ტრანსპორტის (საავტომობილო, სარკინიგზო) დარგის უახლეს მიღწევებზე დაფუძნებული სიღრმისეული ცოდნის მქონე ტრანსპორტის ინჟინერიის დოქტორი, რომელიც ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებების დაპროექტების, შენარჩუნების, განვითარების და მომსახურების მიმართულებით აქტუალური და კომპლექსური პრობლემების იდენტიფიცირება, ინოვაციური მეთოდების გამოყენებით შესრულებული სამეცნიერო კვლევის საფუძველზე ახალი ცოდნის გენერირებას და პედაგოგიურ საქმიანობას.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის დოქტორი

პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 60 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.სწავლების ენა - ქართული.

სწავლების საფასური - 4000 ლარი.

პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.

 პროგრამის მიზანია  საერთაშორისო დონის აქტუალური მნიშვნელობის პრობლემური საკითხების გადაწყვეტაზე ორიენტირებული, უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნის მქონე, ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრისათვის კონკურენტუნარიანი მკვლევარების მომზადება, რომლებიც წვლილს შეიტანენ:

  • მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგიის დარგის და ასევე ნებისმიერი ფუნქციონალური დანიშნულების მანქანების და მანქანათა სისტემების ძირითადი სტრუქტურული ელემენტების (მექანიზმები, ამძრავთა სისტემები და მექატრონული მოდულები)  და მთლიანობაში მათზე აგებული მანქანების და მოწყობილობების კინემატიკური და დინამიკური კვლევების, გაანგარიშების, სქემური და კონსტრუქციული სრულყოფის ამოცანების გადაჭრაში;
  • დარგის თანამედროვე საწარმოო პროცესების და აღჭურვილობის, ტექნოლოგიური მოწყობილობების და ტექნოლოგიური სისტემების პროექტირების, განვითარების, წარმოების, შენარჩუნების და მონიტორინგის პრობლემური საკითხების გადაჭყვეტაში;

დამოუკიდებლად შეძლებენ ინოვაციური მეთოდების შემუშავებას  და პედაგოგიურ, სამეცნიერო   მოღვაწეობას.

The website is in test mode

Close

To view the old website click here