Transportation Systems and Mechanical Engineering

ქართულენოვანი პროგრამები

კვალიფიკაცია:  ტრანსპორტის ინჟინერიის მაგისტრი    

მიმართულება:  საინჟინრო        

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება:  გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა - ქართული

 სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს ტრანსპორტის დარგისთვის  შესაბამისი სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი სირთულის და მოცულობის გადაზიდვითი პროცესების მართვას, სატრანსპორტო ობიექტების დაპროექტებას,  კონსტრუქციულ მოდერნიზირებას, რესურსების რაციონალურ გამოყენებასა და რესურსდამზოგი ტექნოლოგიების დანერგვას, ტრანსპორტის ეფექტიან ფუნქციონირებას უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის პირობების დაცვით.


კვალიფიკაცია:  საინჟინრო ლოგისტიკის  მაგისტრი 

მიმართულება:  საინჟინრო        

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება:  გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა -  ქართული

პროგრამის მიზანს წარმოადგენს  ლოგისტიკის მნიშვნელობისა და ლოგისტიკის ძირითადი პრინციპების შესწავლა; სტუდენტებისთვის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე ლოგისტიკური პროცესების ანალიზის, ლოგისტიკური პრობლემების იდენტიფიცირების და მათი გადაჭრის გზების მოძიების უნარის განვითარება; ლოგისტიკური პროცესების ოპტიმიზაციის უნარის განვითარება, რომელიც მოიცავს ლოგისტიკური ჯაჭვის სხვადასხვა კომპონენტების დეტალურ ანალიზს სხვადასხვა ინდუსტრიაში.

კვალიფიკაცია:  ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი

მიმართულება:  ბიზნესი და ეკონომიკა        

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  არააკრედიტებული

დაფინანსება:   არ ფინანსდება  სახელმწიფო პროგრამის მიერ

სწავლების ენა - ქართული.

პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური, თეორიული ცოდნით და პრაქტიკული უნარით აღჭურვილი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, რომელიც შეძლებს ფირმების მენეჯმენტის წარმატებით გაცნობიერებას და  განხორციელებას; ბიზნეს-საქმიანობის სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენას, მათ გააზრებას, მათზე მომქმედი ფაქტორების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენას. 

პროგრამისსტატუსი: აკრედიტებული.

კვალიფიკაცია: მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის მაგისტრი

მიმართულება: საინჟინრო 

პროგრამისმოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამისსაფასური: 2250 ლარი

სწავლებისენა- ქართული

პროგრამისმიზანია - მოამზადოს მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის დარგის ღრმა ცოდნით, კრიტიკული ანალიზის, პრაქტიკული და კვლევითი უნარებით აღჭურვილი მაგისტრები, რომლებიც შეძლებენ: 

სამანქანათმშენებლო წარმოების ტექნოლოგიის, სხვადასხვა დანიშნულების მანქანებისა და მოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაციის, მანქანათა სისტემების ავტომატიზაციის ცოდნა არსებული ამოცანების და პრობლემების გადაჭრას;

საწარმოო ტექნოლოგიური პროცესების პროექტირებისას და დეტალების დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებში ინოვაციური კონსტრუქციების გამოყენებას;

საწარმოო მანქანა - დანადგარების, მათი დეტალების და კვანძების ექსპერტიზის უახლესი მეთოდების გამოყენებით წვლილს შეიტანენ დარგის განვითარებაში.

პროგრამისსტატუსი: აკრედიტებული.

კვალიფიკაცია: სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგიის მაგისტრი

მიმართულება: საინჟინრო 

პროგრამისმოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამისსაფასური: 2250 ლარი

სწავლებისენა- ქართული

პროგრამის მიზანია - მოამზადოსსტუდენტი დარგის ღრმა და სისტემური ცოდნის, მისი კრიტიკული გააზრების, პრაქტიკული და კვლევითი უნარების გამომუშავების საფუძველზე: 

კომპლექსურ და მულტიდისციპლინურ გარემოში უახლესი ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით საწარმოო პროცესების მოდელირების, საწარმოთა დაგეგმარებისა და ოპტიმიზაციის განსახორციელებლად; 

საწარმოო ავტომატიზებული კომპლექსების განვითარების კვლევის საქმიანობასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების ხელმძღვანელობასა და მართვაში, უახლესი მიდგომებითა და ეკოლოგიური უსაფრთხოების გათვალისწინებით.

The website is in test mode

Close

To view the old website click here