ქართულენოვანი პროგრამები

კვალიფიკაცია: გეოლოგიის მაგისტრი 

მიმართულება:  საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი   

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება:  გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა - ქართული

პროგრამის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს გეოლოგიის დარგში კვლევის თანამედროვე მეთოდების დამოუკიდებლად გამოყენება; თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გამოყენებით სრულყოფილი გეოლოგიური  პროექტის შედგენა; დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება; გეოლოგიური პროფილის საველე პირობებში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარის გამომუშავება; სამეცნიერო ტექნიკური ინფორმაციის სწრაფი მოძიება და ამ ინფორმაციით გეოლოგიური სამუშაოების დაგეგმვა და მისი განხორციელება.

კვალიფიკაცია: საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის მაგისტრი 

მიმართულება:  საინჟინრო    

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება:  გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა - ქართული.

პროგრამის მიზანია მოამზადოს საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის მაგისტრები, რომლებიც კომპეტენტურები იქნებიან საინჟინრო გეოდეზიის (სამოქალაქო თუ სამრეწველო მშენებლობის გეოდეზიური უზრუნველყოფა, გეოდეზიური სამუშაოების პროექტის შედგენა, საყრდენი გეოდეზიური ქსელების დაპროექტებადა სიზუსტის ანგარიში, დეფორმაციული პროცესების კვლევა), მარკშეიდერიის (მიწისქვეშა დამუშავებისას მარკშეიდერული მომსახურება,შახტის მშენებლობის და ექსპლოატაციის დროს ძირითადი კომპლექსების დაკვალვა და კონტროლი. მოცულობების დადგენის მეთოდები)  და კადასტრის (მიწის ფონდის მართვის მექანიზმი, მიწის სამართალი, მიწათმოწყობა, მიწის კადასტრი, მიწების მონიტორინგი და მიწების კონტროლი, მიწების სამართლიანად დანაწილება და გადანაწილება სუბიექტებს შორის, საადგილმამულო დავების გადაწყვეტა, მიწაზე სხვადასხვა სახის გარიგებათა ორგანიზაცია, მიწის ფონდის დაცვა) საკითხებში.

კვალიფიკაცია: პროფესიული უსაფრთხოების მაგისტრი

მიმართულება:  მომსახურებები    

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

 სწავლების ენა - ქართული.

სამაგისტრო პროგრამის მიზანია ,  უსაფრთხოების ინჟინერიისა და რისკების შეფასების სფეროსათვის  საჭირო  სპეციალისტის მომზადება. პროგრამა სტუდენტებს მისცემს ფუნდამენტურ ცოდნას საწარმოო პროცესების უსაფრთხოებაში, მოწყობილობა- დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციის მეთოდებში, რომელსაც შეეძლება საწარმოო პროცესების სპეციფიკიდან გამომდინარე სრულყოფილად გამოავლინოს და შეაფასოს პოტენციური რისკები, მათი სიდიდეები, ადამიანზე ზემოქმედების დონეები, განახორციელოს ქმედებები ბუნებრივი, ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების ასაცილებლად .

კვალიფიკაცია:  სამთო და გეოინჟინერიის მაგისტრი 

მიმართულება:  საინჟინრო    

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება:  გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა - ქართული

სამაგისტრო პროგრამის მიზანია:  სამთო ტექნოლოგიების და გეოინჟინერიის სპეციალობით (წიაღისეულის საბადოების ძიება, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები, დამუშავებისა და გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიები, სამთო საწარმოების ელექტრომომარაგება, მექანიზაცია, ავტომატიზაცია)კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი მაგისტრის მომზადება, რომელიც თანამედროვე მეთოდების გამოყენების გზით შეძლებს სამთო-ტექნოლოგიური პროცესების სწორედ წარმართვას და შესაბამისი ღონისძიებების დასახავას.  

კვალიფიკაცია: ნავთობისა  და გაზის მოპოვების ტექნოლოგიის  მაგისტრი

მიმართულება:  საინჟინრო    

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება:  გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა - ქართული.

პროგრამის მიზანია მოამზადოს  ნავთობისა  და გაზის მოპოვების ტექნოლოგიის  მაგისტრი, რომელიც შეძლებს ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნას,  გეოქიმიური და გეოფიზიკური მეთოდების, ნავთობზე, გაზზე და მყარ წიაღისეულზე ჭაბურღილების ბურღვის, ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავებას,  ნავთობგაზსადენების და ნავთობგაზსაცავების ექსპლუატაციას,  მიღებული საწარმოო შედეგების დამუშავებას  მათემატიკური სტატისტიკის მეთოდებით. 

The website is in test mode

Close

To view the old website click here