ქართულენოვანი პროგრამები

კვალიფიკაცია:  საჯარო მმართველობის მაგისტრი            

მიმართულება:  ბიზნესი და ეკონომიკა

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება:  გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

 სწავლების ენა - ქართული.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, რომლებსაც საშუალება ექნებათ დასაქმდნენ  საჯარო სამსახურში, ასევე მმართველობითი სფეროს სხვა რგოლებში, საფუძვლიანად  შეასწავლონ სტუდენტებს მართვის მეთოდოლოგია, მეცნიერებისა და პრაქტიკის თანამედროვე მიღწევები მმართველობით სფეროში. საშუალება მისცეს  მათ  ძირფესვიანად გაეცნონ და აითვისონ სხვადასხვა მმართველობითი დონეებისათვის დამახასიათებელი სისტემები,  მენეჯმენტისა და ადმინისტრირების, ანალიზის, სტრატეგიული და კალენდარული დაგეგმვის თავისებურებები და ტექნოლოგიები. 


კვალიფიკაცია:  ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ფინანსებში

მიმართულება:  ბიზნესი და ეკონომიკა

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება:   ფინანსდება  სახელმწიფო პროგრამის მიერ.

სწავლების ენა  - ქართული.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია  საბანკო ბიზნეს–პროცესების მოდელირების,   ინჟინერინგის, მენეჯმენტის და კორპორაციული ფინანსების  თეორიულ-მეთოდოლოგიური საკითხების სიღრმისეული შესწავლა და პროფესიონალი სპეციალისტების მომზადება, რომელთაც შეეძლებათ საბანკო პროცესების მართვისათვის საჭირო  თეორიული ცოდნის   პრაქტიკაში  გამოყენება.


კვალიფიკაცია:  ტურიზმის მაგისტრი           

მიმართულება:  ბიზნესი და ეკონომიკა

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა - ქართული

პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულმა თეორიულად იცოდეს და პრაქტიკულად შეძლოს სასტუმროს ოპერაციული მენეჯმენტის წარმართვა, რაც ნიშნავს: სასტუმრო ბიზნესის საწარმოებში (სასტუმროებში, გესტჰაუზებში, ჰოსტელებში, მოტელებში და სხვა სახის განთავსების ობიექტებში) დეპარტამენტებისა და სამსახურების მართვას; მომსახურების ხარისხის კონტროლს; სტრატეგიული გეგმის შედგენასა და მის განხორციელებას. მას ასევე შეეძლება სასტუმროს ოპერაციულ მენეჯმენტში არსებული  პრობლემების გამოკვეთა და მათი გადაჭრა.


კვალიფიკაცია:  ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი          

მიმართულება:  ბიზნესი და ეკონომიკა

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა - ქართული

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, სტუდენტს მისცეს ცოდნა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, რომელიც მას გამოუმუშავებს ეფექტიანი მართვისა და ოპტიმალური მმართველობითი გადაწყვეტილების მიღების უნარებს, მართვის კომპლექსური პრობლემების კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.  

The website is in test mode

Close

To view the old website click here