საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ქვარცხავამ და დეკანის მოადგილემ თამარ საჩანელმა უმასპინძლეს ფრანგ სენატორ - რონან ლე გლეტს, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორს - კამილ ნორას, საფრანგეთის სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის ატაშე - ალექსანდრა რიხტერს, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კომუნიკაციების მენეჯერს ნესტან ტალახაძეს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 25-30 სექტემბერს პროექტის „VitaGlobal“ დელეგაციის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: ესპანეთის, ჩილეს, ურუგვაის, მონტევიდეოს და სამხრეთ აფრიკის წამყვანი უნივერსიტეტების მევენახეობა-მეღვინეობის პროფესორები და ექსპერტები.