სტუ
22/03/2024

მიმდინარე წლის 22 მარტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე, შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ენოლოგი, და ექსპერტი, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი სამსახურის უფროსი, დავით ჩიჩუა უძღვებოდა.

შეხვედრის თემას ღვინის სენსორული შეფასება და ღვინის დაავადებები წარმოადგენდა.

საჯარო ლექციას ფაკულტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები ესწრებოდნენ.

მსმენელებმა სემინარის ფარგლებში მიიღეს თეორიული ცოდნა და აიმაღლეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები ღვინის დაგემოვნებისა და დაავადებების ამოცნობის კუთხით.

სემინარის მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება ღვინის დაავადებების, მათი წარმოშობის მიზეზებისა და პრევენციის საკითხებზე გამახვილდა, ხოლო დასასრულს მათ დაავადებული ღვინოების დაგემოვნების საშუალება მიეცათ.

ღონისძიება გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და   სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.

არსებული თანამშრომლობა საგანმანათლებლო პროცესში აუდიტორიულ ასევე ლოკალურად - სადემონსტრაციო ბაზაზე საველე და საწარმოო პროცესში ჩართულობას, სტუდენტთა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ამაღლებას, და მათ ხელშეწყობას გულისხმობს.



სიახლეებში დაბრუნება