ორდიპლომიანი სასწავლო პროგრამები
ფაკულტეტზე სამი, ორდიპლომიანი პროგრამა მოქმედებს. 2019 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფრანგული უნივერსიტეტის René-1-ის (Universite de RENNES 1) მონაწილეობით განხორციელდა ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა (წარმოების მენეჯმენტი რძის მრეწველობაში). ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტების პროგრამებში მონაწილეობს. პროგრამა 60 კრედიტიან მოდულს მოიცავს და ლექციები ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. სასწავლო კურსს ფრანგ კოლეგებთან ერთად, ქართველი პროფესორ-მასწავლებლებიც წარმართავენ და სტუდენტები სწავლის პროცესში ყველა იმ კომპონენტს გადიან, რასაც მათი ფრანგი თანატოლები. ამ მოდულის დასრულების შემდეგ კი, ისინი ორ - ფრანგული უნივერსიტეტის რენე 1-ისა და სტუ-ის დიპლომს იღებენ.
ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ასევე, მევენახეობა-ენოლოგიის ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა მილანის უნივერსიტეტთან. სტუდენტმა 60 კრედიტი უნდა გაიაროს იტალიაში, რომ მიიღოს ორი დიპლომი. ამ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია იტალიური ენის ცოდნა.
2021 წლიდან სტუ-ის სამაგისტრო პროგრამა - მევენახეობა და მეღვინეობა გახდა ევროპული ანალოგიური სამაგისტრო პროგრამის - EMAVE-ს კონსორციუმის წევრი. რომლის შემადგენლობაშიც არიან საფრანგეთის, პორტუგალიის, გერმანიის, ესპანეთის, იტალიის და შვეიცარიის უნივერსიტეტები. ამ პროგრამის სტუდენტებს აქვთ უნიკალური საშუალება ორი, ქართულ-ფრანგული დიპლომი აიღონ. სტუდენტები ერთი წლით მიდიან კონსორციუმის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს მიიღონ ევროპული განათლება მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში და მოამზადონ სამაგისტრო ნაშრომი.