სტუ

გურამ ტყემალაძე

2014 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სასურსათო ტექნოლოგიიების დეპარტამენტის ხელმძღვანელად. 2002 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი.

2014 წელს აირჩიეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეც­ნიე­რებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად).2017 წელს სსმმ აკადემიის პრეზიდენტის ბრძანებით მიენიჭა ბიოქიმიის დარგში ექსპერტის წოდება. 2019 წელს აირჩიეს საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად). გურამ ტყემალაძე მონაწილეობდა მთელ რიგ საერ­თა­შორისო კონფერენ­ციე­ბისა და სიმპოზიუმების ორგანი­ზებაში. არაერ­თხელ იყო ოფი­ცია­ლური დელეგაციების წევრი. სამეც­ნიე­რო მოხსე­ნე­ბებით გამო­დიოდა მსოფ­ლიო ყრილობებსა და კონ­გ­რესებზე: რუსეთი, უკრაინა, ლატვია, ესტონეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, გერმანია, იუგოს­ლა­ვია, კანადა, ესპანეთი, შოტ­ლან­დია, საბერძნეთი, ბელგია, ჰოლანდია. სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური მუშაობის პერიოდში გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, 9 სახელმძღვანელო და 4 ენციკლოპედიური და განმარტებითი ლექსიკონი.

გურამ ალექსიძე

2021 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის აგრარული ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორად. 1992 წლიდან არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1983–1987 წლებში იყო აშშ–ს მცენარეთა დაცვის ექსპერტი. 1999 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი
საქართველოში სოფლის მეურნეობის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის.

მან შეისწავლა საქართველოს პირობებში ხეხილისა და ვაზის მავნებლების ბიოეკოლოგია, მათი რიცხობრიობის მარეგულირებლი ფაქტორები და დაამუშავა მათ წინაარმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული ღონისძიებები. პირველად საქართველოში ხეხილის აგროცენოზებისათვის დაადგინა მავნე და სასარგებლო მწერების ურთიერთდამოკიდებულება მათემატიკური მოდელირებისა და ელექტრონულ–გამომთვლელი მანქანების გამოყენებით, გამოიკვლია პესტიციდების მოქმედება მავნე და სასარგებლო მწერებზე და შეიმუშავა ეკოლოგიური თვალსაზრისით მათი უსაფრთხოდ გამოყენების მეთოდები; არის 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 17 მონოგრაფიისა და 10-ზე მეტი ბროშურის, 80-ზე მეტი ნაშრომი გამოქვეყნებულია საერთაშორისო ჟურნალებში;

ლევან უჯმაჯურიძე

გარემოს დაცვისა და სოფლის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, რომელიც წლებია მოღვაწეობს მევენახეობის მიმართულებით. 2021 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა ენოლოგიის დეპარტამენტის პროფესორად. არის საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსი. იგი გახლავთ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის ხელმძღვანელი, რომელსაც ქართული ვაზის ამპელოგრაფიული კოლექცია ეწოდება. წლების მანძილზე იგი წარმოადგენდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების წევრს, ლევან უჯმაჯურიძე არის საერთაშორისო ორგანიზაციის FAO - რეგიონალური კოორდინატორი.

დავით მაღრაძე

2016 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა ენოლოგიის დეპარტამენტის პროფესორად. ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის სამმართველოს უფროსი, მკვლევარი, რომელიც ასევე ფაკულტეტის დაარსების დღიდან აქტიურად არის ჩართული როგორც სასწავლო პროგრამების განვითარების, ასევე საერთაშორისო პროექტებში მევენახეობის მიმართულებით. დავით მაღრაძე გახლავთ ის პროფესიონალი, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები როგორიცაა, საქართველოს ვენახების კადასტრი, და ასევე საერთაშორისო სამწლიანი პროექტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: მილანის, სუპაგროს, აშშ - პელსილვანიისა და ტორონტოს უნივერსიტეტის წამყვანი მკვლევარები. სწორედ ამ პროექტმა საქართველოს მოუტანა კიდევ ერთხელ აღიარება იმის თაობაზე, რომ საქართველო არის ვაზისა და ღვინის სამშობლო.