სტუ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) აკადემიური საბჭოსა და სენატის 2013 წლის 16 დეკემბრის გაერთიანებული სხდომის #15 დადგენილების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი. ფაკულტეტზე ხორციელდება როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები. ბაკალავრიატის რვა პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან სრულადაა დაფინანსებული.

უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამებია: აგრარული ტექნოლოგიები, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, აგროინჟინერია, მეცხოველეობა, ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია, აგრარული ტექნოლოგიები, აგრონომია, მევენახეობა-ენოლოგია.

უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის (მაგისტრატურა) საგანმანათლებლო პროგრამებია: აგრარული ტექნოლოგიები, სასურსათო ტექნოლოგიები, ორგანული სოფლის მეურნეობა, სატყეო საქმე, მეცხოველეობა, მევენახეობა-მეღვინეობა (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი), სამკურნალო მცენარეების მოყვანის ტექნოლოგია, სასოფლო სამეურნეო ჰიდრომელიორაცია.

უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის (დოქტორანტურა) საგანმანათლებლო პროგრამებია: აგრარული ტექნოლოგიები, სასურსათო ტექნოლოგიები, სატყეო საქმე, აგროინჯინერია, აგრარული ეკონომიკა, მეცხოველეობა.

2019 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფრანგული უნივერსიტეტის René-1-ის (Universite de RENNES 1) მონაწილეობით განხორციელდა ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა (წარმოების მენეჯმენტი რძის მრეწველობაში). პროგრამა 60 კრედიტიან მოდულს მოიცავს და ლექციები ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. სასწავლო კურსს ფრანგ კოლეგებთან ერთად, ქართველი პროფესორ-მასწავლებლებიც წარმართავენ და სტუდენტები სწავლის პროცესში ყველა იმ კომპონენტს გადიან, რასაც მათი ფრანგი თანატოლები. ამ მოდულის დასრულების შემდეგ კი, ისინი ორ - ფრანგული უნივერსიტეტის რენე 1-ისა და სტუ-ის დიპლომს იღებენ.

ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ასევე, მევენახეობა-ენოლოგიის ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა მილანის უნივერსიტეტთან. სტუდენტმა 60 კრედიტი უნდა გაიაროს იტალიაში, რომ მიიღოს ორი დიპლომი. ამ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია იტალიური ენის ცოდნა.

2021 წლიდან სტუ-ს სამაგისტრო პროგრამა - მევენახეობა და მეღვინეობა. გახდა ევროპული ანალოგიური სამაგისტრო პროგრამის - EMAVE-ს კონსორციუმის წევრი. რომლის შემადგენლობაშიც არიან საფრანგეთის, პორტუგალიის, გერმანიის, ესპანეთის, იტალიის და შვეიცარიის უნივერსიტეტები. აღნიშნული პროგრამის სტუდენტებს აქვთ უნიკალური საშუალება ორი, ქართული და ფრანგული დიპლომი აიღონ. სტუდენტები ერთი წლით მიდიან კონსორციუმის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს მიიღონ ევროპული განათლება მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში და მოამზადონ სამაგისტრო ნაშრომი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს „აგროეკოლოგიური სასწავლო-სამეცნიერო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია", რომელმაც წარმატებით გაიარა აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო _ აკრედიტაციის ცენტრის მიერ დაწესებული ეროვნული სტანდარტის მოთხოვნები და მიენიჭა სტანდარტი: სსტ ისო/იეკ 17025:2010.

საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო მოთხოვნათა შესაბამისად დარგობრივი მიმართულებით სწავლებისათვის შენობა აღჭურვილია კეთილმო-წყობილი თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-სამეცნიერო 32 სხვადასხვა ლაბორატორიით და 28 აუდიტორიით.

აგროინჟინერიის დეპარტამენტში, ჰიდრავლიკის ლაბორატორია, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ირაკლის ყრუაშვილის სახელობისაა, ხოლო სასურსათო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ლაბორატორია, პროფესორ ვახტანგ უგრეხელიძის სახელს ატარებს.

ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ქიმია-ბიოლოგიის შაბათის სკოლა, რომლის მიზანია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია და ქიმია-ბიოლოგიით დაინტერესებული მოსწავლეების ხელშეწყობა შემეცნებით-პოპულარული პრაქტიკული მეცადინეობების საშუალებით.

ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ოთხი დეპარტამენტი: აგროინჟინერიის, მევენახეობა ენოლოგიის, სასურსათო დეპარტამენტი და აგრარული ტექნოლოგიების დეპარტამენტი.

ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი „ერასმუს +“ მობილობის ფარგლებში მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

სულ ფაკულტეტზე სტუდენტების პროფესიულ აღზრდას ემსახურება 68 აკადემიური პერსონალი.