სტუ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილია საბიბლიოთეკო სივრცე. ბიბლიოთეკის ფონდში ხელმისაწვდომია სასწავლო და სამეცნიერო გამოცემის 235 სახის წიგნი. ბიბლიოთეკაში არის წიგნების ელექტრონული ვერსიები, რომლის შევსება 2019 წლიდან დაიწყო და დღესაც აქტიურად მიმდინარეობს.

ბიბლიოთეკის წიგნსაცავში დაცულია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე შექმნილი ლიტერატურა, რომელიც მუდმივად განახლებადია.

ბიბლიოთეკაში განთავსებულია კეთილმოწყობილი სამკითხველო დარბაზი, სადაც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეუძლიათ იმუშაონ წყნარ და კომფორტულ გარემოში.

საბიბლიოთეკო სივრცე ურუნველყოფილია ინტერნეტთან თავისუფალი წვდომით და აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით. ბიბლიოთეკა მუშაობს კვირაში 5 დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

მისამართი:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
XI - კორპუსი, ოთახი: 11-501

შიდა ნომერი: 5025

საკონტაქტო პირი:

რუსია ალექსანდრა
ელ.ფოსტა: lali.rusia@gtu.ge

 

ბიბლიოეთაკაში არსებული წიგნები
სტუ-ს ბიბლიოთეკა catalog › Advanced search (gtu.ge)
ელ. სახელმძღვანელოები