2022 წელს, განხორციელებული რებრენდინგის შედეგად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის - ლოგო და გერბი შეიცვალა. ლოგოდ უნივერსიტეტის დასახელების აბრევეატურა „სტუ“ შეირჩა
ფაკულტეტებისათვის განისაზღვრა განმანსხვავებელი სიმბოლო: აბრევიატურის ელემენტი "ტ", რადგან დასახელებაში მთავარი განმასხვავებელი სიტყვა „ტექნიკური“ უნივერსიტეტის არსს გამოხატავს და სწორედ მასშია გადმოცემული თითოეული ფაკულტეტის შინაარსი და მახასიათებლები. აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სიმბოლოს ინსპირაცია მცენარის გრაფიკული ანატომიის ფორმები გახდა, სადაც ტ-ს მუცელი ფოთლების ვიზუალური გამოსახულებაა, ხოლო წერტილი - ამ მცენარის ნაყოფი.