სტუ
25/03/2024

2024 წლის 25-29 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის თანამშრომლები პროფ. ნინო ჩხარტიშვილი და ასისტ. პროფ. თამარ საჩანელი Erasmus + აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ ესტერჰაზ კაროლის კათოლიკურ უნივერსიტეტში.

მობილობის პერიოდში განხორციელდა შეხვედრები, როგორც ადმინისტრაციული, ასევე აკადემიური კუთხით.

ესტერჰაზი კაროლის კათოლიკური უნივერსიტეტი სთავაზობს  საგანამანთლებლო პროგრამებს ხუთ ფაკულტეტზე: ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და სოციალურ მეცნიერებათა, ინფორმატიკის, პედაგოგიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტებზე.

მევენახეობა და მეღვინეობის ინსტიტუტის დირექტორთან შეხვედრის მსვლელობისას მოხდა ინფორმაციის გაზიარება ფაკულტეტზე მიმდინარე პროგრამების შესახებ, სამომავლოდ დაისახა ქართველი და უნგრელი სტუდენტების გაცვლითი გეგმები.

მევენახეობა და მეღვინეობის ინსტიტუტის თანაბშრომლებისა და სტუდენტებისთვის  წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის შესახებ, ადგილობრივი ყურძნის ჯიშის შავკაპიტოს ღვინის საფუვრების გამოყოფა და დახასიათება, საქართველო ღვინის სამშობლო. ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი მევენახეობისა და მეღვინეობის თაობაზე.

დათვალიერებულ იქნა ლაბორატორიები და გაიმართა მსჯელობა ერთობლივი პროექტების მომზადების თაობაზე.

ვიზიტის ფარგლებში დათვალიერებულ იქნა უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა, ბიბლიოთებები, მიღებულ იქნა ინფორმაცია უნივერსიტეტში საგანმანათლბელო პროგრამების თაობაზე.


სიახლეებში დაბრუნება