2024 წლის 5 თებერვალს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით სტუ-ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე ცხოველთა ჯანმრთელობის შესახებ სწავლების მესამე ციკლი ჩატარდა. პიერ კოველიე - არის საერთაშორისო ექსპერტი და ვეტერინარიის მედიცინის დოქტორი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯანმრთელობის საკითხებში.
მან ვეტერინარიის პროგრამის სტუდენტებს ჩაუტარა ლექცია ‘’ცხოველთა ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის კრიზისი’’.
ცხოველთა ჯანმრთელობის შესახებ ტრენინგების მესამე ციკლი 6 თებერვალს დასრულდა დმანისის მეცხოველეობის ფერმაში ვიზიტით. პიერ კოველიემ, სტუ-ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, ვეტერინარიის პროგრამის სტუდენტებს შესთავაზა პრაქტიკული სავარჯიშოები მსხვილფეხა პირუტყვის ჯანმრთელობის შესახებ, რითიც თითოეულ სტუდენტებს მიეცა საშუალება შეესრულებინათ ვეტერინარებისთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული სავარჯიშოები.