სტუ
26/04/2024

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიდევ ერთი წარმატება - კონკურენტული ინოვაციის ფონდის CIF საგრანტო კონკურსის ფარგლებში, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით წარმოდგენილმა საგრანტო განაცხადმა: „InnovaVet: ვეტერინარული განათლების პროგრამების განვითარება“, დამოუკიდებელ შემფასებელთა შეფასების შედეგად რანჟირების ერთიან სიაში პირველი ადგილი დაიკავა. 

საქართველის ტექნიკური უნივერსიტეტის და ევროპის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად მომზადებული პროექტი ხელს შეუწყობს ვეტერინარიის პროგრამის განვითარებას და მიახლოებას ევროპულ სტანდარტებთან.

პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწა და გაძლიერება, შრომის ბაზრისთვის ახალი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სპეციალისტების მომზადება, რაც შეუწყობს ხელს სახელმწიფოში ვეტერინარიის დარგის განვითარებას.

პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს და ის დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ.


სიახლეებში დაბრუნება