სტუ
22/01/2024

ფრანგი ექსპერტის გი შარბონიეს ლექციების ციკლი

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის და სტუ-ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის გაკულტეტის ორგანიზებით ფრანს აგრიმერთან ერთად ჩატარდა სასწავლო ციკლის პირველი ნაწილი ცხოველთა ჯანმრთელობის საკითხებზე.

პირველი ციკლი მიეძღვნა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რეპროდუქციასა და ხელოვნურ განაყოფიერებას. 2024 წლის 22-25 იანვარს საერთაშორისო ექსპერტმა გი შარბონიე ჩაატარა ლექციათა კურსი ძროხების განაყოფიერება და გამრავლება.

გი შარბონიე არის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რეპროდუქციისა და ცხოველთა ჯანმრთელობის ექსპერტი, პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტი. იგი მუშაობდა საერთაშორისო ექსპერტად და პროექტის მენეჯერად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც პასუხისმგებელი იყო ტექნოლოგიების ტრანსფერზე, ასევე ტექნიკური განაყოფიერების გუნდების მომზადებაზე. გი შარბონიერ ახლა არის კონსულტანტი Reprotech-ში, რომელიც პასუხისმგებელია რამდენიმე მისიაზე და მიზნად ისახავს განაყოფიერების პროცესის განვითარებას საერთაშორისო დონეზე, მუშაობს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ტაჯიკეთი, საქართველო, ეთიოპა და კამერუნი. როგორც მსხვილფეხა რქოსანი რეპროდუქციის ექსპერტი, გი შარბონიე არის საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო ექსპერტთა ქსელის RESAGRI-ს წევრი, დაწერა რამდენიმე სამეცნიერო სტატია პირუტყვის გამრავლების შესახებ და საფრანგეთში უძღვება სტუდენტთა და ფერმერთა სასწავლო პროგრამებს მეცხოველეობის დარგში.

სალექციო კურსის ჩატარებისას ვეტერინარიის სტუდენტებთან მოხდა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, როგორიცაა ანატომია, ფიზიოლოგია, განაყოფიერება, ემბრიონის განვითარება. ასევე, ორსულობა, მშობიარობა, მშობიარობის შემდგომი პერიოდი, ხელოვნური განაყოფიერება. სხეულის მდგომარეობის შეფასება, ორსულობის დიაგნოზი (ექო).

ამ საკითხების შესწავლით გი შარბონიემ საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარა ვეტერინარიის სტუდენტებს.