11/12/2023
“აგრო სტიპენდიის“ მისაღებად გამოცხადებული კონკურსის შესარჩევი ეტაპი
აგრარული დეფიციტური პროფესიების ხელშეწყობის მიზნით, „აგრარული განათლების ხელშემწყობი აქტივობების განხორციელება, როდესაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს მხარდამჭერ მომსახურებას საქართველოში პროფესიული განათლებისა და ტრენინგების (VET) სისტემის მოდერნიზაციის პროექტისთვის” შეთანხმების ფარგლებში.
აგრარული დეფიციტური პროფესიების ხელშეწყობის მიზნით გამოყოფილია „აგრო სტიპენდია“, შესაბამისად, ცხადდება კონკურსი აგრარული, სასურსათო ტექნოლოგიების და აგროინჟინერიის პროგრამის სამაგისტრო პროგრამის 2 სტუდენტისათვის, ბაკალავრიატის პროგრამის 2 სტუდენტისათვის სტიპენდიის დაწესების მიზნით.
სტუდენტებზე სტიპენდიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შემდეგი სავალდებულო კრიტერიუმების/მოთხოვნების გათვალისწინებით:
- სტიპენდიის მისაღებად კონკურსში მონაწილე სტუდენტი უნდა სარგებლობდეს სტუდენტის აქტიური სტატუსით;
- განცხადება დეკანის სახელზე;
- სამოტივაციო წერილი;
- სტუდენტს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პროცესში დაგროვებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 30 (ოცდაათი) აკადემიური კრედიტი და მისი საშუალო სარეიტინგო ქულა არ უნდა იყოს 81-ზე ნაკლები;
- სტუდენტს საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის პროცესში დაგროვებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 60 (სამოცი) აკადემიური კრედიტი და მისი საშუალო სარეიტინგო ქულა არ უნდა იყოს 81-ზე ნაკლები;
- უპირატესობა მიენიჭება უფრო მაღალი ქულების მქონე სტუდენტს;
- სტიპენდიის გაცემისას უპირატესობა მიენიჭება იმ სტუდენტებს, რომლებსაც წარდგენილი აქვთ სამეცნიერო ნაშრომი საუნივერსიტეტო კონფერენციაზე და დაიმსახურეს მაღალი შეფასება;
- სტუდენტმა უნდა წარადგინოს პროგრამის ხელმძღვანელის სარეკომენდაციო წერილი;
- სტიპენდიის გაცემისას უპირატესობა მიენიჭება იმ სტუდენტებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ფაკულტეტის სამუშაო პროცესში.
საბუთების შემოტანა ხორციელდება 14 დეკემბრის 16:00 საათამდე დეკანის მისაღებში.
598 501285 ნათია სუხიშვილი