სტუ
04/04/2024

მიმდინარე წლის 4-6 აპრილს გაიმართა სერბეთის მიკრობიოლოგთა XIII კონგრესი ,,ბიოტექნოლოგიიდან ადამიანის და პლანეტის ჯანმრთელობამდე’’ - MIKROMED REGIO 5.

აღნიშნულ კონგრესზე მიწვეული იყო სტუ-ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, როგორც სპიკერი და წარადგინა ლექცია ქართული ყველის მიკრობული მრავალფეროვნება.

ეს ღონისძიება მიზნად ისახავდა მიკრობიოლოგიის უახლესი მიღწევების გაზიარებას სერბეთისა და სხვადასხვა ქვეყნების მიკრობიოლოგებს შორის. ასევე, მიკრობიოლოგების გაერთიანებას საუკეთესო პროფესიონალებთან მთელი ევროპის მასშტაბით. მათ შორის იყვნენ მიკრობიოლოგები სხვადასხვა დისციპლინებიდან: ბიოინფორმატიკოსები, გენეტიკოსები, მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტები, ბიოქიმიკოსები, ეპიდემიოლოგები, პედიატრები, ინფექციონისტები და სხვა.

მსგავსი რეგიონული შეხვედრები უზრუნველყოფს პლატფორმას მკვლევარებისთვის, ინდუსტრიის ექსპერტებისთვის და პრაქტიკოსებისთვის, რათა შეხვდნენ და გაუზიარონ ინოვაციური კვლევის შედეგები და უახლესი კვლევები ყველა მიმდინარე მიკრობიოლოგიური პრობლემის სფეროში და შესთავაზონ გადაწყვეტილებები მათ დასაძლევად მსოფლიო დონის ექსპერტების მიერ.

კონგრესში მონაწილეობდა 350-ზე მეტი მონაწილე 20-ზე მეტი ქვეყნიდან: ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ინდოეთი, ერაყი, იტალია, მონტენეგრო, ნამიბია, ჩრდილოეთ მაკედონია, პორტუგალია, რუსეთის ფედერაცია, სერბეთი, სლოვენია, ნიდერლანდები და შეერთებული შტატები.

გარდა მოწვეული მომხსენებლების პრეზენტაციებისა, პროგრამა ასევე მოიცავდა ახალგაზრდა მკვლევარების და დოქტორანტების პოსტერების პრეზენტაციებს. კონგრესზე ლექცია ჩაატარა 62-მა ლექტორმა, მათ შორის იყო პანელური მოხსენებები.


სიახლეებში დაბრუნება