სტუ

კონტაქტი

მისამართი: ოთახი 909 ა, VI სასწავლო კორპუსი
ტელეფონი: 574837834

ელ. სახელმძღვანელოები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი წიგნსაცავია. ბიბლიოთეკის უნივერსალური ფონდი სასწავლო, სამეცნიერო და მხატვრული გამოცემებისგან შედგება. მათ შორისაა ისეთი უნიკალური (რარიტეტული) გამოცემები, რომელთა უმრავლესობა მხოლოდ აქაა დაცული და უიშვიათეს ეგზემპლარებს წარმოადგენს, კერძოდ, დაცულია მე-18, მე-19 და მე-20 საუკუნეების ტექნიკური, საინჟინრო და ჰუმანიტარული სპეციალობის ქართული, ევროპული და ამერიკული გამოცემები.
ფონდში ასევე დაცულია ფრანგული, გერმანული, რუსული და ინგლისური საინჟინრო და საისტორიო ხასიათის პერიოდული გამოცემები, რომლებიც ფასდაუდებელია ტექნიკის (და არამხოლოდ) ისტორიის განვითარების უწყვეტი პროცესის წარმოსადგენად. ფონდში შეხვდებით ბროკჰაუზისა, ლარუსის, გრანტის უნიკალურ ენციკლოპედიებს.
ბიბლიოთეკის წიგნსაცავში ქართულ, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, ფრანგულ და სხვა ენებზე შექმნილი ლიტერატურაა დაცული. რამდენიმე მილიონ საბიბლიოთეკო ერთეულს შორის არის როგორც წიგნები, ისე პერიოდული გამოცემები. ბიბლიოთეკის მნიშვნელოვანი ნაწილია წიგნებისა და ჟურნალების ელექტრონული ბაზა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დანერგილია ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა "KOHA" (http://opac.gtu.ge/), რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ბიბლიოთეკაში არსებული როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ლიტერატურის მოძიება.
მონაცემთა ბაზები:

1. Heinonline-სამართლის ელექტრონული ბაზა, რომლის პლატფორმაზე თითქმის 5 0000

აკადემიური ჟურნალის და 25 000 ელ. წიგნის online წვდომის უზრუნველსაყოფად. ჟურნალები დაჯგუფებულია ოთხ მთავარ სექციად: ფიზიკა და ინჟინერია, ჯანდაცვა, საბუნებისმეტყველო, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები. უფასოდაა ხელმისაწვდომი აბსტრაქტების უმრავლესობა. ხოლო სრულტექსტოვანი წვდომა (PDF და HTML ფორმატებში) საჭიროებს გამოწერას.

2. Science Direct

არმოადგენს ინგლისურ-ჰოლანდიური გამომცემლობის Elsevier-ის პლატფორმას თითქმის 2 200 აკადემიური ჟურნალის და 25 000 ელ. წიგნის online წვდომის უზრუნველსაყოფად. ჟურნალები დაჯგუფებულია ოთხ მთავარ სექციად: ფიზიკა და ინჟინერია, ჯანდაცვა, საბუნებისმეტყველო, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები. უფასოდაა ხელმისაწვდომი აბსტრაქტების უმრავლესობა. ხოლო სრულტექსტოვანი წვდომა (PDF და HTML ფორმატებში) საჭიროებს გამოწერას.

3. Scopus

არის რეფერირებადი ლიტერატურის აბსტრაქტებისა და ციტირებების უმსხვილესი ბაზა, რომელიც აღჭურვილია სამეცნიერო კვლევების ძიების/კონტროლის, ანალიზის და ვიზუალიზაციის ჩაშენებული ბიბლიომეტრიული მექანიზმებით. ბაზა მოიცავს 22800-ზე მეტ რეცენზირებად პერიოდულ ჟურნალს 5000 საერთაშორისო გამომცემლისგან ფუნდამენტურ, ზოგადსაგანმანათლებლო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ტექნიკურ, სამედიცინო და
ხელოვნების სფეროდან. Scopus შეიცავს 69 მლნ ჩანაწერს 1788 წლიდან და 1.4 მილიარდ ციტირებულ რეფერენს 1970 წლიდან.
www.scopus.com

4. Web of Science

ამერიკული კორპორაცია Clarivate Analytics-ის (2016 წლამდე Thompson Reuters) საძიებო პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სამეცნიერო პუბლიკაციებისა და პატენტების რეფერატიულ მონაცემთა ბაზებს, მათ შორის ურთიერთციტირებულ მასალებს. Web of Science მოიცავს საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ, საზოგადო, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებს. იძლევა ძიების, სტატისტიკური ანალიზისა და ბიბლიოგრაფიური ინფორმაციის მართვის საშუალებას
https://apps.webofknowledge.com/

5. Cambridge University Press

384 სახელწოდების წამყვანი ჟურნალი სხვადასხვა დისციპლინაში. 2017 წელს ჟურნალების სიას კიდევ დაემატა 20 ჟურნალი სამართლის, ბიოლოგიის, ანთროპოლოგიის, არქეოლოგიის, და სხვა სფეროებიდან. საგნობრივი სპექტრი: სტატიებში აქცენტი დათმობილი აქვს მედიცინას და მის ქვედარგებს, რომელთა შორისაა: კარდიოლოგია, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ენდოკრინოლოგია, გასტროენტეროლოგია, ჰემატოლოგია/ონკოლოგია, იმუნოლოგია/ალერგოლოგია, ინფექციური დაავადებები, ნეფროლოგია, ნევროლოგია/ნეიროქირურგია, პულმოლოგია და რევმატოლოგია.
https://www.cambridge.org/core

6. Royal Society Publishing - journals

ცხრა მაღალმოთხოვნედი დარგი ფიზიკის, ბიოლოგიისა და სხვა მათი მომიჯნავე დისციპლინებიდან. მათ შორის ფილოსოფიისა და ლოგიკის სფეროდან. ბაზა მოიცავს Royal Society-ის ციფრულ არქივს 1665 წლიდან. საგნობრივი სპექტრი: ბიოლოგიურ მეცნიერებები, ფიზიკა, მათემატიკა და საინჟინრო მეცნიერებები, აგრეთვე მათი მომიჯნავე დისციპლინები. https://royalsociety.org/journals/ IMF eLibrary
11000-ზე მეტი პუბლიკაცია და 1 მილიონზე მეტი ჩანაწერი მონაცემთა ბაზიდან. მონაცემთა ბაზები სტატისტიკური მონაცემებით, ბიულეტენებით და ყველა ხელმისაწვდომი ანგარიშებით.
http://www.elibrary.imf.org/

7. SAGE Premier

ფართო სპექტრის საგნობრივი 900-ზე მეტი წამყვანი საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი 2017 წლის კოლექციიდან, 909 სამეცნიერო სტატიით. საგნობრივი სპექტრი: ბიზნესი, ჰუმანიტარული, სოციალურ მეცნიერებათა ტექნოლოგიები და მედიცის სფერო. პრიორიტეტი: 1. მოიცავს სამეცნიერო სტატიებს, კრეძოდ: 2009 წ. კოლექციიდან 582; 2012 წ. კოლექციიდან 653; 2014
წ. კოლექციიდან 727; 2015 წ. კოლექციიდან 751; 2016 წ. კოლექციიდან 824 და 2017 წ. კოლექციიდან
909 სახელწოდებებით. 2. SAGEის ჟურნალების 65% წარმოდგენილია 2010 წლის Thomson Reuters Journal ციტირებად ჟურნალების ჩამონათვალში (JCR)
https://journals.sagepub.com/
  1. Edward Elgar Publishing
შვიდი სამართლისა და მართვის ჟურნალი, და დაახლოებით 280 სასწავლო ელექტრონული წიგნი. საგნობრივი სპექტრი: წიგნები ფინანსთა, ეკონომიკის, ინოვაციური კვლევების, ინფრასტრუქტურის განვითარების, ჯანდაცვის, კორპორაციული მართვის, საჯარო და სოციალური მმართველობის, მიგრაციის, კვლევის მეთოდების, ინტელექტუალური საკუთრების, სამართლებრივ და სხვ. კვლევათა განვითარების შესახებ. კოლექცია მოიცავს სამეცნიერო მონოგრაფიებს, სახელმძღვანელოებსა და ცნობარებს. http://www.elgaronline.com
  1. Duke University Press
44 ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ჟურნალი. საგნობრივი სპექტრი: აფრიკული კვლევები, ანთროპოლოგია, ხელოვნება და ხელოვნების ისტორია, აზიური კვლევები, კრიტიკა და თეორია, კულტუროლოგია, ეკონომიკა, განათლებია, გარემოს დაცვა, ეთნოგრაფია, ევროპისმცოდნეობა, მხატვრული ლიტერატურა და პოეზია, ფილმი და მედია კვლევები, გენდერული სწავლება, ლიტერატურათმცოდნეობა, ჯანმრთელობის დაცვა, ისტორია, საერთაშორისო და რეგიონალური კვლევები, ახლო აღმოსავლეთის კვლევები, მუსიკის თეორია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, პოლიტიკა, რელიგიური კვლევები, სამეცნიერო კვლევები, სოციოლოგია და სოციალური თეორია, თეატრისა და წარმოდგენის შესწავლა.
https://read.dukeupress.edu/journals
  1. ООО "ПОЛПРЕД Справочники"
Polpred.com მნიშვნელოვანი პუბლიკაციების არქივი ხელით იკრიბება. რუბრიკატორში: 53 დარგი
/ 600 წყარო/ რუსეთის 8 ფედერალური ოლქი / 235 ქვეყანა და ტერიტორია/მთავარი მასალები / 17000 პირველი პირების სტატიები და ინტერვიუები. ყოველდღიურად ათასობით სიახლე, სრული ! ტექსტი - რუსულ ენაზე. საინფორმაციო სააგენტოების და საქმიანი პრესის მილიონი სიუჟეტი 15 წლის მანძილზე. Polpred.com გახსნილია ბიბლიოთეკის და შიდა ქსელის ყველა კომპიუტერიდან, ღილაკი „წვდომა სახლიდან“ „თავში“polpred.
Polpred.com Обзор СМИ. В рубрикаторе: 53 отрасли / 600 источников / 8 федеральных округов РФ / 235 стран и территорий / главные материалы / статьи и интервью 17000 первых лиц. Ежедневно тысяча новостей, полный текст на русском языке. Миллионы сюжетов информагентств и деловой прессы за 15 лет. Polpred.com открыт со всех компьютеров библиотеки и внутренней сети. Кнопка "Доступ из дома" в шапке polpred.
Polpred.com Mass Media Review. Repository of important publications manually collected. Database with subject heading list: 53 branches / 600 sources / 8 federal disrtricts of RF / 235 countries and jurisdictions / main materials / articles and interviews of 17000 chief executives. A thousand pieces of news daily, full text
in Russian. Millions of the best stories of news agencies and business press for 15 years. The "Home access" button is in the polpred.com header.
http://www.polpred.com/
ბიბლიოთეკის ელექტრონულ საიტზე განთავსებულია
https://gtu.ge/Library/Pdf/iurid_bibl_2019.pdf
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დაცული იურიდიული ლიტერატურის (1998-2019 წწ. ბიბლიოგრაფია.
საიტზე განთავსებულია შეძენილი ბიბლიოთეკის ნუსხა https://gtu.ge/Library/Books/literature.php
წიგნების მძებნა შესაძლებელია http://opac.gtu.ge/
შეკვეთა ხდება ონლაინ https://gtu.ge/Library/
ელსევიერის ბაზების მომხმარებლებს Science Direct-ზე დისტანციური წვდომის ფუნქციის გააქტიურებით (იხ. ინსტრუქცია) შესაძლებლობა გაქვთ დისტანციური წვდომა განახორციელოთ Scopus-ის და Funding Institutional-ის ბაზებზეც.
ვერიფიკაციისთვის მიყევით შემდეგ ეტაპებს:
  1. შეამოწმეთ ასახულია, თუ არა ორგანიზაციის მონაცემები ბაზაში - Check Access ფუნქციის მეშვეობით;
  2. შეიყვანეთ ორგანიზაციის დასახელება და ინსტიტუციური ელექტრონული ფოსტა;
  3. ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ ბმული, რომელიც Get Access ფუნქციის მეშვეობით გადაგიყვანთ თქვენს პირად პროფილზე.
ოფიციალური იმეილის რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfStWYQJrvkaS2sgqh1fryG-1zQpTJeaVja5fNxC23o1YqYDQ/viewform