სტუ

წარმოგიდგენთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის მიერ 2022 წელს გაცემული კონსულტაციების,  და სამართლებრივი დოკუმენტების მომზადების სტატისტიკას:

2022 წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით სამართლისა და საერთაშორისო ურთიერობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკამ გასცა 38 სამართლებრივი კონსულტაცია, რომელიც მოიცავდა როგორც სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ასევე სისხლის სამართლებრივ საქმეებს.  მოცემული საქმეებიდან მომზადდა 19 საპროცესო დოკუმენტი.  

  სამოქალაქო კატეგორიის საქმეების თემატური დაჯგუფება რომელზეც გაიცა ზეპირი/ელქტრონული კონსულტაცია: 

1.      საოჯახო და სამემკვიდრეო დავები (12) 

2.      უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (3) 

3.      ვალდებულებითი სამართლებრივი დავები  (2) 

4.      საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი დავები (2) 

5.      შრომითი დავები (2) 

ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეების თემატური დაჯგუფება რომელზეც გაიცა ზეპირი/ელექტრონული კონსულტაცია: 

1.      ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული დავები (3) 

2.      ადმინისტრაციული სამართალდარღვევები (4) 

3.      დავები ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ბათილობის თაობაზე (4) 

სისხლის სამართლის კატეგორიის საქმეების თემატური დაჯგუფება რომელზეც გაიცა ზეპირი/ ელექტრონული კონსულტაცია: 

1.     შეწყალება/ ამნისტიასთან დაკავშირებული საქმეები (5) 

ნარკოტიკული დანაშაულებები (1)

იხილეთ სრულად