2022 წელს განხორციელებული რებრენდინგის შედეგად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლოგო და გერბი შეიცვალა. ლოგოდ შეირჩა უნივერსიტეტის დასახელების აბრევეატურა „სტუ“.
თითოეული ფაკულტეტის აკადემიური მიმართულების შესაბამისად შეიქმნა განმასხვავებელი სიმბოლოები. მათში ინტეგრირებულია აბრევიატურის ელემენტი „ტ“, რადგან სწორედ სიტყვა „ტექნიკური“ გამოხატავს უნივერსიტეტის არსს. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის სიმბოლოს ინსპირაცია 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის შრიფტია.