სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მითითებებითა და ფაკულტეტის დებულებით.
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური:
ა) ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის,
სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების გამოყენებისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების გზით.
ბ) სისტემატურად აფასებს ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესის
მიმდინარეობას, აკადემიური პერსონალის, მოწვეული სპეციალისტების და მასწავლებელთა
პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხს;
გ) ამყარებს მჭიდრო კავშირს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების შესაბამის სამსახურებთან, ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი რეალიზების მეთოდოლოგიის სრულყოფის მიზნით;
დ) შეიმუშავებს ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს ;
ე) ახდენს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესების მონიტორინგს და შეფასებას;
ვ) უზრუნველყოფს ფაკულტეტის თვითშეფასებას ავტორიზაციისა და აკრედიტაციის
პროცესისათვის;
ზ) რეგულარულად (სემესტრში ერთხელ) აცნობს თავისი მუშაობის შედეგებს ფაკულტეტის
საბჭოს და სათათბიროს;
თ) განიხილავს სასწავლო პროგრამების კურიკულუმებს და სასწავლო კურსების სილაბუსებს და იძლევა რეკომენდაციებს მათი სრულყოფისათვის;
ი) ახორციელებს უნივერსიტეტის წესდებითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით
მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
ასოცირებული პროფესორი მირანდა გურგენიძე
მისამართი: ოთახი 901 ა, VI სასწავლო კორპუსი
ელ.ფოსტა: gurgenidzemiranda07@gtu.ge
სპეციალისტები
მესამე კატ. უფროსი სპეციალისტი - სოფო დემეტრაშვილი
მისამართი: ოთახი 901 ა, VI სასწავლო კორპუსი
ელ ფოსტა: demetrashvilisopo07@gtu.ge
მესამე კატ. უფროსი სპეციალისტი - ლილი ხარჩილავა
მისამართი: ოთახი 901 ა, VI სასწავლო კორპუსი
ელ ფოსტა: l.kharchilava@gtu.ge
სამსახურის მისამართი: კოსტავას 77, სტუ-ს მე-6 კორპუსი, მე-7 სართული, ოთახი 901 ა.
ცხელი ხაზი: 0322 77 11 11(7607)