საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების ცენტრი
სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა, ზრუნვა სტუდენტების განვითარებაზე და მათ კარიერულ წინსვლაზე;
სხვადასხვა პრობლემური საკითხების არსებობის შემთხვევაში სტუდენტების დახმარება, მათი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა უნივერსიტეტის მართვის ორგანოებში კომპეტენციის ფარგლებში;
სტუ-ის სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზება, ჩატარება და სტუდენტთა სამეცნიერო, მათ შორის საერთაშორისო კონფერენციების ჩატარების მხარდაჭერა;
უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის კარიერული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით კერძო და სახელმწიფო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერება;
უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან მჭიდრო ურთიერთობა;
უნივერსიტეტის სტუდენტების გაცვლითი პროექტებისა და საზაფხულო პრაქტიკების ორგანიზება;
საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტებში უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვის ხელშეწყობა;
საერთაშორისო ფონდებისა და ორგანიზაციების სხვადასხვა საგრანტო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის და კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციის გაწევა;
სტუდენტური კლუბების საქმიანობების ხელშეწყობა და წახალისება;
მონაწილეობის მიღება სტუდენტური ფორუმების ორგანიზებაში;
სტუდენტების მიერ ინიცირებული პროექტების განხილვა და დაფინანსების მოძიება და აგრეთვე სტუდენტურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
მონაწილეობის მიღება სტუდენტების საზაფხულო და ზამთრის სკოლების ორგანიზებაში;
ჯანსაღი ცხოვრების წესის, კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაცია საუნივერსიტეტო სივრცეში;
სოციალური აქტივობების განხორციელება;
სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით სპეციალური მასტერ-კლასების ორგანიზება და ამ მიზნით, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პროფესიონალების მოწვევა;
ინტელექტუალური, სამეცნიერო და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებების ორგანიზება;
საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი ექსკურსიების მოწყობის ორგანიზება სასწავლო-პრაქტიკული და ისტორიულ-კულტურული ძეგლების დათვალიერების მიზნით;
სტუ-ის სპორტულ-კულტურული ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში ჩართულობა;
საუნივერსიტეტო ოლომპიადებში, უნივერსიადებში სტუდენტთა ჩართულობა; სტუდენტური დღეების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;
ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის სასწავლო პროცესში ურთიერთკოორდინაციის ხელშეწყობა.
კონტაქტი
0160, საქართველო, თბილისი, კოსტავას 77
ტელ: (+995 32) 2 77 11 11 / 7030
ტუდენტური სერვისების ცენტრის ფაკულტეტის წარმომადგენელი
თომა ხაბეიშვილი
მობ: 558 710 100
მისამართი: ოთახი 617 ა, VI სასწავლო კორპუსი
ელ.ფოსტა: toma.khabeishvili@gtu.ge
სტუდენტური სერვისების ცენტრის უფროსი
ლევან ფიფია, მობ.: 555 799 900
pipia@gtu.ge