სტუ

კომპიუტერული ინჟინერია

კომპიუტერული ინჟინერია

კომპიუტერული ინჟინერია — აბსტრაქტული ილუსტრაცია
სწავლების ენაინგლისური
პროგრამის მოცულობა240 კრედიტი
ხანგრძლივობა4 წელი
მისანიჭებელი კვალიფიკაციაკომპიუტერული ინჟინერიის ბაკალავრი

პროგრამის შესახებ

კომპიუტერული ინჟინერია ფოკუსირდება რთული ციფრული სისტემების ანალიზისა და პროექ­ტი­რე­ბის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე. იგი მოიცავს ციფრული ტექნოლოგიების მეტად ფართო სპექტრს, დაწყებული სუპერკომპიუტერებიდან და კომპიუტერული სისტემებიდან, დამთავრებული მიკ­როსქემებით. შეიძლება ითქვას, რომ მაღალი ტექნოლოგიების განვითარების დღევანდელ ეტაპზე კომპიუტერული ინჟინერია გადამწყვეტ როლს თამაშობს ციფრული ტექნოლოგიების და გამოყე­ნე­ბი­თი ხასიათის სფეროებში. აქედან გამომდინარე, კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალისტებზე მოთ­ხოვ­ნა შრომით ბაზარზე ძალიან დიდია და მუდმივად მზარდია.

ვრცლად პროგრამის შესახებ

ბაკა­ლავრიატის საგანმანათლებლო საგანმანათლებლო პროგრამა „კომპიუტერული ინჟინერიის“შემუ­შა­ვე­ბის დროს გამოყენებული იყო ACM-ის და ABET–ისრეკომენდაციები და სხვადასხვა წამყვანი უნივერ­სი­ტეტებიs თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების – „კომპიუტერული ინჟინერიის“ და „კომპიუტერული სისტემების ინჟინერიის“ მოწინავე ტენდენციების გათვალისწინებით.

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაში „კომპიუტერული ინჟინერია“ რიგი სასწავლო კურსებისა სალექციო სწავლებასთან ერთად გულისხმობს პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მუშაობას. ლაბორატორიული სამუშაოები ტარდება კომპიუტიზირებული ლაბორატორიული სტენდებისა და ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაოების სახით.  ამასთან, პრაქტიკული მეცადინეობების მნიშვნელოვანი წილი ტარდება ასევე კომპიუტერულ კლასებში და სპეციალიზებული კომპიუტერული აღჭურვილობის გამოყენებით.

სტუდენტისთვის სავალდებულოა საწარმოო პრაქტიკის გავლა, რაც ხელს უწყობს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ–ჩვევების გამომუშავებას.

სტუდენტისთვის ასევე სავალდებულოა ინდივიდუალური საბაკალავრო პროექტის შესრულება, რომე­ლიც გულისხმობს კომპიუტერული ინჟინერიის სფეროდან გარკვეული მოწყობილობის, სისტემის დაპ­რო­ექტებას.

პროგრამის საგანმანათლებლო მიზნები (PEOs)

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ პროგრამაში მიღებული ცოდნის შენარჩუნებასა და განვითარებას და დარგის უახლეს გამოწვევებზე რეაგირებას. პროგრამის კონკრეტული საგანმანათლებლო მიზნების (PEOs) მიხედვით, სწავლის დასრულებიდან 3–5 წლის განმავლობაში კურსდამთავრებულები:

  1. PEO 1

    ფართო ტექნიკური და საინჟინრო ცოდნისა და უნარების გამოყენებით წინ წაიწევენ პროფესიულ კარიერაში კომპიუტერული ინჟინერიის სფეროში.

  2. PEO 2

    კომპიუტერული ინჟინერიის მოწინავე მეთოდებსა და ინსტრუმენტებს ეფექტიანად გამოიყენებენ სხვა სფეროებში.

  3. PEO 3

    გააგრძელებენ სწავლასა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.

პროგრამის სწავლის შედეგები (SOs)

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „კომპიუტერული ინჟინერია“ სწავლის შედეგები შეესაბამება პროგრამის მიზნებს და მოიცავს პროგრამის შინაარსით გათვალისწინებულ ძირითად ცოდნას, უნარებს, პასუხისმგებლობასა და ავტონომიურობას:

  1. კურსდამთავრებულს შეუძლია რთული საინჟინრო ამოცანების იდენტიფიცირება, ფორმულირება და გადაჭრა საინჟინრო, სამეცნიერო და მათემატიკური პრინციპების გამოყენებით.

  2. საინჟინრო დაპროექტების გამოყენებით შეიმუშავებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც კონკრეტულ საჭიროებებს აკმაყოფილებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის, აგრეთვე გლობალური, კულტურული, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით.

  3. ეფექტიანად ამყარებს კომუნიკაციას სხვადასხვა აუდიტორიასთან.

  4. აცნობიერებს ეთიკურ და პროფესიულ პასუხისმგებლობას საინჟინრო სიტუაციებში და იღებს ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს საინჟინრო გადაწყვეტილებების გლობალური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური გავლენის გათვალისწინებით.

  5. ეფექტიანად მუშაობს გუნდში, რომლის წევრებიც ერთობლივად უზრუნველყოფენ წარმატებულ ლიდერობას, ხელს უწყობენ ურთიერთთანამშრომლობას, ქმნიან ინკლუზიურ გარემოს, ადგენენ მიზნებს, გეგმავენ და ასრულებენ ამოცანებს.

  6. შეიმუშავებს და ატარებს შესაბამის ექსპერიმენტებს, აანალიზებს და განმარტავს მონაცემებს და საინჟინრო მსჯელობის საფუძველზე გამოაქვს შესაბამისი დასკვნები.

  7. საჭიროებისამებრ იძენს და იყენებს ახალ ცოდნას სწავლის შესაბამისი სტრატეგიების დახმარებით.

პროგრამაზე ჩარიცხულთა და კურსდამთავრებულთა მონაცემები

ინგლისურენოვანი პროგრამა

სასწავლო წელისტატუსიკურსისულ ბაკალავრიატისულ მაგისტრ. / დოქტ.გაცემული ხარისხები
IIIIIIIVVასოცირებულიბაკალავრიმაგისტრიდოქტორი
შემოდგომა 20262026-2027FT326---38-----
PT------
შემოდგომა 20252025-2026FT6----6-----
PT-----
შემოდგომა 20242024-2025FT-----------
PT------
შემოდგომა 20232023-2024FT-----------
PT------
შემოდგომა 20222022-2023FT-----------
PT-------

FT — სრული დატვირთვით სწავლა; PT — ნაწილობრივი დატვირთვით სწავლა.

მიღების პირობები

მათემატიკა ან ფიზიკა, ქართული ენა და ლიტერატურა (კომპეტენციის მინიმალურ დონეებს განსაზღვრავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი), ინგლისური ენა – 70% + 1.

სასწავლო გეგმა
საგანი კრედიტი
საინჟინრო მათემატიკა 1 6
ციფრული წიგნიერება (CEN) 5
შესავალი კომპიუტერულ ინჟინერიაში (CEN) 4
შესავალი დაპროგრამებაში (CEN) 4
კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკა – INF 4
არჩევითი 1 (ჰუმანიტარული ბლოკი):
• ქართული ენა (CEN)
• საქართველოს ისტორია და კულტურა
• სოციოლოგია
5
საინჟინრო მათემატიკა 2 6
ფიზიკა 1 (CEN) 6
გადამრთველი სქემების თეორია (CEN) 4
მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები (CEN) 6
დარგობრივი ინგლისური ენა (CEN) 5
არჩევითი 2 (ჰუმანიტარული ბლოკი):
• ეკონომიკის პრინციპები
• ფილოსოფიის შესავალი
5
დისკრეტული მათემატიკა 6
ფიზიკა 2 (CEN) 6
კომპიუტერის არქიტექტურა I (CEN) 6
ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება (CEN) 5
თავისუფალი კომპონენტები 1 5
ფიზიკა 3 (CEN) 6
კომპიუტერის არქიტექტურა II (CEN) 6
ოპერაციული სისტემები (CEN) 5
ელექტრონიკა (CEN) 5
კომპიუტერული ქსელები (CEN) 5
მონაცემთა ბაზების დაპროექტება (CEN) 5
ადამიანურ-კომპიუტერული ინტერაქცია (CEN) 5
ციფრული სქემატექნიკა (CEN) 6
სიგნალების ციფრული დამუშავება (CEN) 5
ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება და აპლიკაციები (CEN) 5
ინტელექტუალური სენსორები (CEN) 4
კიბერუსაფრთხოების საფუძვლები (CEN) 5
კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება (CEN) 5
SCADA სისტემების დაპროექტება (CEN) 6
მიკროკონტროლერების არქიტექტურა (CEN) 5
ალბათობის თეორია და გამოყენებითი სტატისტიკა 5
პროფესიული არჩევითი 1:
• ვებ-საიტის შექმნა და მართვა WordPress-ის გამოყენებით (CEN)
• კომპიუტერის პერიფერიული მოწყობილობების ორგანიზება (CEN)
4
თავისუფალი კომპონენტები 2 5
საწარმოო პრაქტიკა (CEN) 6
საბაკალავრო პროექტის შესავალი (CEN) 4
IoT ტექნოლოგიები (CEN) 5
საკომუნიკაციო ქსელების ორგანიზება (CEN) 6
ჩაშენებული სისტემები (CEN) 6
კრეატიული აზროვნების საფუძვლები (CEN) 4
საბაკალავრო პროექტი (CEN) 6
ღრუბლოვანი და გრიდ ტექნოლოგიები (CEN) 5
პროფესიული არჩევითი 2:
• კომპიუტერული სისტემების მოდერნიზაცია და სერვისი (CEN)
• კომპიუტერული სისტემების კონსტრუირება და წარმოება (CEN)
4
პროფესიული არჩევითი 3:
• მცირე ბიზნესის მართვა (CEN)
• საინჟინრო ეთიკა (CEN)
4
თავისუფალი კომპონენტები 3 5
თავისუფალი კომპონენტები 4 5
სულ 240
სულ240 კრედიტი

კონტაქტი

ელ. ფოსტა: info.ics@gtu.ge

აკადემიური დეპარტამენტები