2023 წლის 19 ივნისს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დღეს დაარსდა კურსდამთავრებულთა კლუბი (Alumni), რომლის მიზანია:
კურსდამთავრებულთა კლუბის წევრები ასრულებდნენ იმს ფაკულტეტის ელჩების მისიას, რაც ხელს შეუწყობს ფაკულტეტის ღირებულებების და მიღწევების მხარდაჭერას.
კურსდამთავრებულებმა შეინარჩუნონ კავშირი ალმა მატერთან და გახდენენ ყოფილი სტუდენტების უფრო დიდი საზოგადოების ნაწილი, მონაწილეობა მიიღონ კურსდამთავრებულთა აქტივობებში, სტუდენტების ინტელექტუალურ შემეცნებით თვალსაწიერის განვითარებისთვის ჩატარებულ სხვადასხვა ღონისძიებებში. აქტიურად იყვნენ ჩართული იმს -ს ტრადიციების, რეიტინგისა და წარმატებების მდგრადობაში, სადაც, თავიანთი პირადი და პროფესიული გამოცდილების მეშვეობით წვლილს შეიტანენ ქვეყნის და საზოგადოების განვითარებაში.
37 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გულანთებულმა იდოელმა ახალგაზრდებმა პირველად შემოაღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კარი. ისინი აღსავსენი იყვნენ ახალგაზრდული ოცნებებით, სამშობლოს და ოჯახთან განშორების სევდით და უკეთესი მომავლის იმედებით. მათ ცხოვრებაში დროის ქარტეხილებმა ბევრი რამ შეცვალა. გაიზარდნენ, საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით გახდნენ წარმატებული ადამიანები.
ის 90-იანი წლები... ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო საქართველოს ისტორიაში, ხშირად სინათლის გარეშე, გათბობის გარეშე, მაგრამ არასოდეს იმედის გარეშე. მათ ახსოვთ ის დრო, როდესაც ჩაბარებული ბოთლებით შეგროვილი ფულით როგორ ყიდულობდნენ სხვადასხვა ტკბილეულს და მეგობრები ერთმანეთს უნაწილებდნენ, ახსოვთ მშობლების გარეშე მყოფნი, ქართველებისგან როგორ ღებულობდნენ სითბოს და სიყვარულს, ახსოვთ ლექციებზე მიღებული ცოდნით როგორ უმკლავდებოდნენ წინააღმდეგობებს. ალბათ, იქნებოდა ის რაღაც, რაც მათ გულს სტკენდათ, მაგრამ მათ მხოლოდ სითბო და სიყვარული ახსოვთ.
"ჩვენთვის ეს არ იყო მხოლოდ უნივერსიტეტი, ეს იყო ჩვენი მეორე სახლი, ჩვენი ქართული ოჯახი", იხსენებს წარსულს ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც თვალებში ისევ ის ბრწყინვალება ჰქონდა ჩარჩენილი, რაც 37 წლის წინ.."
დღეს, როცა ისინი საკუთარ ქვეყანაში, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებული ინჟინრები, ბიზნესმენები, კომპანიების მფლობელები, პროფესორები არიან, კვლავ იხსენებენ იმ სირთულეებით, მაგრამ ბედნიერებით სავსე უდარდელ და ლაღ ახალგაზრდულ დღეებს. ასევე, იხსენებენ თუ როგორ ასწავლიდნენ მათ, არა მხოლოდ ინფორმატიკას, ფიზიკას თუ მათემატიკას, არამედ ღირსებას, მადლიერებას, თავდადებას და იმედს, უკეთესი მომავლის იმედს.
ამ შეხვედრაზე არ ისმოდა მხოლოდ ქართული, ან ინგლისური, აქ ყველაზე ხმამაღლა ისმოდა მათი გულის ცემის ხმა, რომელმაც 37 წელი ატარა სითბო, სიყვარული და მადლიერება, რამაც მათი ცხოვრება განსაზღვრა და ასწავლა, რომ სამშობლო არ არის მხოლოდ ის ადგილი, სადაც დაიბადე და გაიზარდე, არამედ ის სივრცეა, სადაც შენი გული პირველად იგრძნობს ისეთ სითბოს, რომელსაც ცხოვრებაში მუდამ ეძებ და თუნდაც 37 წლის შემდეგ, უბრუნდები.... ნამდვილი განათლება არ არის მხოლოდ ცოდნის მიღება, არამედ იმ ღირებულებების გადაცემაა, რასაც სიკეთე, ღირსება და მადლიერება ჰქვია, რაც ყველაზე ძლიერი გრძნობაა, რაზეც დგას ადამიანების მოდგმა.
ჩვენ მადლობას ვუხდით ბასავა ბაასკარას, ნირად ჯაინის, პრადიპ დჰარს, ანუელა პოლს, ანილ ხვრანას, სანდიპ მალიკს, პრატულ სრივასტავას, კირან ჩუბინას, ვიბჰანა კუმარ სინგჰს, რაჯაკუმარი რამასამს
ერთგულებისთვის, სიყვარულისთვის, და სტუმრობისთვის.