სტუ

10 ფაქტი

01

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი რეგიონში პირველია

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი კომპიუტინგის და ავტომატიზაციის მიმართულებითრეგიონში პირველი ფაკულტეტია, 65 წლიანი გამოცდილებითა და ტრადიციებით. ამჟამად, ფაკულტეტზე, საუნივერსიტეტო სწავლების სამივე საფეხურზე 3000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

02

თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამები

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს აქვს თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამები: ინფორმაციული ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერება, კომპიუტერული ინჟინეირია, მართვის სისტემების, ხელოვნური ინტელექტის, ბიოსამედიცინო ინჟინერიის, ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნერებები, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალი დონის კონკურენტუნარიანი ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადებას. სწავლება მიმდინარეობს როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე

03

სასწავლო პროცესს რეგიონში უნიკალური ლაბორატორიული ბაზა უზრუნველყოფს

სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესს უზრუნველყოფს რეგიონში უნიკალური ლაბორატორიული ბაზა: ინფორმაციული ტექნოლოგიების, ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების და საინჟინრო ფიზიკის ლაბორატორიები და ვირტუალური მოდელირების ცენტრი

04

კოლაბორაცია მსოფლიოს უდიდეს სამეცნირო-კვლევით ცენტრებთან

კოლაბორაცია მსოფლიოს უდიდეს სამეცნირო-კვლევით ცენტრებთან: CERN (შვეიცარია), KEK (იაპონია), FermiLab (აშშ), Julich (გერმანია) და სხვა;

05

მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამები

მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. მულტიკულტურული გარემო პროფესიული და პიროვნული განვითარებისა და თვალსაწიერის გაღრმავების მიზნით

06

UNESCO-ს კათედრა „საინფორმაციო საზოგადოება“

UNESCO-ს კათედრა „საინფორმაციო საზოგადოება“, რომელიც სტუდენტებს აძლევს საშუალებას აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა სასწავლო და სამეცნირო პროექტებში ადგილობრივ და საერთშორისო პარტნიორებთან ერთად

07

სტუდენტური ცხოვრება

მრავალფეროვანი და საინტერესო სტუდენტური ცხოვრება, დატვირთული ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენციებით, ჰაკათონებით, სტუდენტური პროექტებით, კულტურულ-შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებებით. სტუდენტური კლუბები კვლევების ინტერესების მიხედვით, მათ შორის ხელოვნური ინტელექტისა და ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულებით

08

პრიორიტეტული პროგრამები

სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული, პრიორიტეტული საბაკალავრო პროგრამები: საინჟინრო ფიზიკა, მათემატიკა, ბიოსამედიცინო ინჟინერია, ციფრული საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი

09

სასწავლო პროცესს პროფესიონალები წარმართავენ

ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო პროცესს მაღალი კვალიფიკაციის, დიდი გამოცდილების მქონე პროფესორ- მასწავლებლები უძღვებიან.

10

მაღალი ხარისხის ინოვაციური განათლების მიღების შესაძლებლობა

ფაკულტეტი თანამშრომლობს წარმატებულ ბიზნეს-ორგანიზაციებსა და საწარმოებთან, მაღალი ხარისხის ინოვაციური განათლების მიღების შესაძლებლობა მათთან პარტნიორული ურთიერთობით. სასტიპენდიო პროგრამები კერძო კომპანიებისგან