სტუ

ფაკულტეტის სიმბოლიკა

2022 წელს განხორციელებული რებრენდინგის შედეგად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლოგო და გერბი შეიცვალა. ლოგოდ შეირჩა უნივერსიტეტის დასახელების აბრევეატურა „სტუ“.

თითოეული ფაკულტეტის აკადემიური მიმართულების შესაბამისად შეიქმნა განმასხვავებელი სიმბოლოები, რომლებშიც ინტეგრირებულია აბრევიატურის ელემენტი „ტ“, რადგან სწორედ სიტყვა „ტექნიკური“ გამოხატავს უნივერსიტეტის არსს. ინფორმატიკისა და მართვის სისტემის ფაკულტეტის სიმბოლოს ინსპირაცია ციფრული სამყაროს აღქმის ამოსავალი წერტილი — პიქსელი გახდა, ხოლო ფერისთვის ლურჯი შეირჩა.