სტუ

ბიბლიოთეკა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილია საბიბლიოთეკო სივრცე. ბიბლიოთელის ფონდში ხელმისაწვდომია სასწავლო და სამეცნიერო გამოცემის 1572 სახის წიგნი.

ბიბლიოთეკის წიგნსაცავში ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე შექმნილი ლიტერატურაა დაცული, რომელიც მუდმივად განახლებადია.

ბიბლიოთეკაში განთავსებულია მრავალადგილიანი კეთილმოწყობილი სამკითხველო დარბაზი, სადაც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეუძლიათ იმუშაონ წყნარ და კომფორტულ გარემოში.

საბიბლიოთეკო სივრცე ურუნველყოფილია ინტერნეტთან თავისუფალი წვდომით და აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით. ბიბლიოთეკა მუშაობს კვირაში 5 დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.


მისამართი:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
VI - კორპუსი, ოთახი N311ა

საკონტაქტო პირი:
თინა ვაჩნაძე

ელ.სახელმძღვანელოები