საბაკალავრო პროგრამის „ბიოსამედიცინო ინჟინერია“ მიზანია კურსდამთავრებულებმა შეძლონ:
განახორციელონ პროფესიული საქმიანობა, როგორც ბიოსამედიცინო ინჟინრებმა და/ან ბიოსამედიცინო ინჟინერიის მეცნიერებმა პროფესიულ გარემოში, რომელიც მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვაზე;
იყვნენ წარმატებულები თავიანთ პროფესიულ კარიერაში;
გააგრძელონ პროფესიული განვითარება ან დიპლომისშემდგომი განათლება, რათა შეძლონ თვითგანვითარება ბიოსამედიცინო ინჟინერიაში ან სხვა დარგებში.
იყენებს ინჟინერიის, მეცნიერებისა და მათემატიკის პრინციპებს რთული საინჟინრო ამოცანების იდენტიფიცირების, ჩამოყალიბების და გადაჭრის მიზნით.
იყენებს საინჟინრო დიზაინს გადაწყვეტის მისაღებად, რომლებიც დააკმაყოფილებენ კონკრეტულ მოთხოვნებს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის, ასევე გლობალური, კულტურული, სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით.
ამყარებს ეფექტურ კომუნიკაციას აუდიტორიის ფართო სპექტრთან.
აცნობიერებს ეთიკურ და პროფესიულ პასუხისმგებლობას საინჟინრო სიტუაციებში და იღებს ისეთ ინფორმირებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს საინჟინრო გადაწყვეტის გავლენას გლობალურ, ეკონომიკურ, გარემოსა და სოციალურ კონტექსტში.
ფუნქციონირებს ეფექტურად გუნდში, რომლის წევრები ერთად უზრუნველყოფენ ლიდერობას, ქმნიან თანამშრომლობით და ინკლუზიურ გარემოს, ადგენენ მიზნებს, გეგმავენ ამოცანებს და აღწევენ შედეგს.
შეიმუშავებს და ატარებს შესაბამის ექსპერიმენტებს, აანალიზებს და ინტერპრეტირებს მონაცემებს, იყენებს საინჟინრო განსჯას დასკვნების გამოსატანად.
საჭიროებისამებრ იძენს და იყენებს ახალ ცოდნას შესაბამისი სასწავლო სტრატეგიების მეშვეობით.
მათემატიკა ან ფიზიკა; ქართული ენა და ლიტერატურა; უცხო ენა (ინგლისური)
| საგანი | კრედიტი |
|---|---|
| საინჟინრო მათემატიკა 1 | 6 |
| ფიზიკა A | 5 |
| შესავალი ზოგად და ორგანულ ქიმიაში | 5 |
| დაპროგრამება Visual studio გარემოში | 4 |
| შესავალი ბიოსამედიცინო ინჟინერიაში | 5 |
| ელექტროფიზიოლოგია | 5 |
| საინჟინრო მათემატიკა 2 | 6 |
| ფიზიკა B | 5 |
| ადამიანის სხეულის ბიომექანიკა | 4 |
| ადამიანის ფიზიოლოგია | 5 |
| ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება -1 (C#-ის ბაზაზე) | 5 |
| თავისუფალი კომპონენტები: • საქართველოს ისტორია და კულტურა • ხელოვნება დროში |
5 |
| საინჟინრო მათემატიკა 3 | 6 |
| ფიზიკა С | 5 |
| ელექტრული წრედები 1 | 5 |
| ბიოსამედიცინო გაზომვები | 5 |
| Lab View დაპროგრამების მეთოდები | 4 |
| ბიოსამედიცინო ინსტრუმენტაცია | 5 |
| წრფივი ალგებრა | 6 |
| ბიოფიზიკა | 5 |
| ელექტრული წრედები 2 | 5 |
| სამედიცინო ხელსაწყოების დიზაინი | 5 |
| ბიოსამედიცინო გადამწოდები | 4 |
| თავისუფალი კომპონენტები: • დიზაინი და საზოგადოება • თანამედროვე მართვის პრინციპები • ბიომიმიკრია და მდგრადობა |
5 |
| სამედიცინო ელექტრონიკის საფუძვლები | 6 |
| მართვის სისტემები ბიოლოგიასა და მედიცინაში | 5 |
| ბიოინფორმატიკა Matlab გარემოში | 5 |
| მასალები სამედიცინო მოწყობილობებისთვის | 4 |
| ალბათობის თეორიის და ბიოსტატისტიკის საფუძვლები | 5 |
| მოდელირება Electronic Workbench გარემოში | 5 |
| ჯანდაცვის მენეჯმენტი და ეკონომიკა | 5 |
| კლინიკური პრაქტიკა | 6 |
| სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების ხარისხის მენეჯმენტი | 5 |
| CAD სისტემები | 5 |
| პროექტების მართვა | 4 |
| თავისუფალი კომპონენტები: • შესავალი ერგონომიკაში • სამუშაოს ანალიზის მეთოდები |
5 |
| ჯგუფური პროექტი | 6 |
| სპეციალობის არჩევითი 1: • მიკროპროცესორული სამედიცინო სისტემები • ბიოსამედიცინო სიგნალების და გამოსახულებების დამუშავება |
6 |
| სპეციალობის არჩევითი 2: • კლინიკურ დიაგნოსტიკური ლაბორატორიული ხელსაწყოები • სამედიცინო სისტემების ინტერფეისები |
6 |
| სპეციალობის არჩევითი 3: • მობილური ჯანდაცვის სისტემები • ტელემედიცინა |
6 |
| სპეციალობის არჩევითი 4: • ჰოსპიტლების ადმინისტრირება და მენეჯმენტი • დისტანციური სამედიცინო სისტემები |
6 |
| მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია | 6 |
| სპეციალობის არჩევითი 5: • სამედიცინო ინფორმატიკა • სამედიცინო სენსორები |
6 |
| სპეციალობის არჩევითი 6: • რადიოლოგიური ფიზიკა და დოზიმეტრია • ხელოვნური ორგანოები და ბიოტექნიკური სისტემები • მათემატიკური მოდელები ბიოლოგიასა და მედიცინაში |
6 |
| დამამთავრებელი პროექტი | 12 |
| სულ | 240 |
ელ. ფოსტა: info.ics@gtu.ge