კომპიუტერული ინჟინერია ფოკუსირდება რთული ციფრული სისტემების ანალიზისა და პროექტირების თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე. იგი მოიცავს ციფრული ტექნოლოგიების მეტად ფართო სპექტრს, დაწყებული სუპერკომპიუტერებიდან და კომპიუტერული სისტემებიდან, დამთავრებული მიკროსქემებით. შეიძლება ითქვას, რომ მაღალი ტექნოლოგიების განვითარების დღევანდელ ეტაპზე კომპიუტერული ინჟინერია გადამწყვეტ როლს თამაშობს ციფრული ტექნოლოგიების და გამოყენებითი ხასიათის სფეროებში. აქედან გამომდინარე, კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალისტებზე მოთხოვნა შრომით ბაზარზე ძალიან დიდია და მუდმივად მზარდია.
საგანმანათლებლო პროგრამა „კომპიუტერული ინჟინერია“ დამუშავდა ცნობილი უნივერსიტეტების თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების – „კომპიუტერული ინჟინერიის“ და „კომპიუტერული სისტემების ინჟინერიის“ მოწინავე ტენდენციების გათვალისწინებით.
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაში „კომპიუტერული ინჟინერია“ რიგი სასწავლო კურსებისა სალექციო სწავლებასთან ერთად გულისხმობს პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მუშაობას. ლაბორატორიული სამუშაოები ტარდება კომპიუტიზირებული ლაბორატორიული სტენდებისა და ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაოების სახით. ამასთან, პრაქტიკული მეცადინეობების მნიშვნელოვანი წილი ტარდება ასევე კომპიუტერულ კლასებში და სპეციალიზებული კომპიუტერული აღჭურვილობის გამოყენებით.
სტუდენტისთვის სავალდებულოა საწარმოო პრაქტიკის გავლა, რაც ხელს უწყობს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ–ჩვევების გამომუშავებას.
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ შეინარჩუნონ დ განივითარონ საგანმანათლებლო პროგრამით მიღებული ცოდნა და უპასუხონ დარგის უახლეს გამოწვევებს. აქედან გამომდინარე, საგანმანათლებლო პროგრამის კონკრეტული მიზნებია:
შესძინოს კურსდამთავრებულებს ტექნიკური, საინჟინრო ცოდნა და უნარები კომპიუტერული ინჟინერიის დარგში წარმატების მისაღწევად.
შესძინოს კურსდამთავრებულებს კომპიუტერული ინჟინერიის სფეროს მეთოდებისა და ინსტრუმენტების სხვა დარგებში ეფექტურად გამოყენების უნარები.
შეუქმნას კურსდამთავრებულებს სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის მყარი საფუძველი.
ახორციელებს ინჟინერიის, მეცნიერებისა და მათემატიკის პრინციპების გამოყენებით რთული ინჟინრული პრობლემების იდენტიფიცირებას, ფორმულირებასა და გადაჭრას.
შეიმუშავებს წინასწარ განსაზღვრული მითითებებით და საინჟინრო პროექტირების მეთოდების გამოყენებით გადაწყვეტილებებს, რომლებიც დააკმაყოფილებს კონკრეტულ საჭიროებებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის, ასევე გლობალური, კულტურული, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით.
ახდენს ეფექტურ კომუნიკაციას აუდიტორიის ფართო სპექტრთან.
აღიარებს ეთიკურ და პროფესიულ პასუხისმგებლობას საინჟინრო სიტუაციებში და იღებს ინფორმირებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს საინჟინრო გადაწყვეტილებების გავლენას გლობალურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ კონტექსტში.
ეფექტურად ფუნქციონირებს გუნდში, ვინაიდან გუნდის წევრების ერთობლიობა უზრუნველყოფს წარმატებულ ლიდერობას, ხელს უწყობს ურთიერთთანამშრომლობას და ქმნის ინკლუზიურ გარემოს, ადგენს მიზნებს, გეგმავს და ასრულებს ამოცანებს.
შეიმუშავებს და ახორციელებს შესაბამის ექსპერიმენტებს, ახდენს როგორც მონაცემების ანალიზს, ისე მათ ინტერპრეტაციას და საინჟინრო საკითხებზე მსჯელობის საფუძველზე აყალიბებს შესაბამის დასკვნებს.
ქართულენოვანი პროგრამა
| სასწავლო წელი | სტატუსი | კურსი | სულ ბაკალავრიატი | სულ მაგისტრ. / დოქტ. | გაცემული ხარისხები | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| I | II | III | IV | V | ასოცირებული | ბაკალავრი | მაგისტრი | დოქტორი | |||||
| შემოდგომა 2026 | 2026-2027 | FT | 125 | 74 | 77 | 50 | - | 326 | - | - | - | - | |
| PT | - | - | - | - | - | - | |||||||
| შემოდგომა 2025 | 2025-2026 | FT | 79 | 70 | 51 | 29 | - | 229 | - | - | 9 | - | - |
| PT | - | - | - | - | - | ||||||||
| შემოდგომა 2024 | 2024-2025 | FT | 66 | 55 | 35 | 18 | - | 174 | - | - | 10 | - | - |
| PT | - | - | - | - | - | - | |||||||
| შემოდგომა 2023 | 2023-2024 | FT | 51 | 33 | 22 | - | - | 106 | - | - | - | - | |
| PT | - | - | - | - | - | - | |||||||
| შემოდგომა 2022 | 2022-2023 | FT | 29 | 24 | - | - | - | 53 | - | - | - | - | |
| PT | - | - | - | - | - | - | |||||||
FT — სრული დატვირთვით სწავლა; PT — ნაწილობრივი დატვირთვით სწავლა.
მათემატიკაში ან ფიზიკაში; ქართულ ენაში; უცხოური ენა (ინგლისური).
| საგანი | კრედიტი |
|---|---|
| საინჟინრო მათემატიკა 1 | 6 |
| ციფრული წიგნიერება (CEN) | 5 |
| შესავალი კომპიუტერულ ინჟინერიაში (CEN) | 4 |
| მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები (CEN) | 6 |
| კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკა – INF | 4 |
| ინგლისური ენა 1 | 5 |
| სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი | 5 |
| საინჟინრო მათემატიკა 2 | 6 |
| ფიზიკა 1 (CEN) | 6 |
| გადამრთველი სქემების თეორია (CEN) | 4 |
| შესავალი დაპროგრამებაში (CEN) | 4 |
| ინგლისური ენა 2 | 5 |
| არჩევითი საგანი (საუნივერსიტეტო): • ეკონომიკის პრინციპები • ფილოსოფიის შესავალი • გამოყენებითი ფსიქოლოგია • საქართველოს ისტორია და კულტურა |
5 |
| დისკრეტული მათემატიკა | 6 |
| ფიზიკა 2 (CEN) | 6 |
| კომპიუტერის არქიტექტურა I (CEN) | 6 |
| ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება (CEN) | 5 |
| ინგლისური ენა 3 | 5 |
| ფიზიკა 3 (CEN) | 6 |
| კომპიუტერის არქიტექტურა II (CEN) | 6 |
| ოპერაციული სისტემები (CEN) | 5 |
| ელექტრონიკა (CEN) | 5 |
| მონაცემთა ბაზების დაპროექტება (CEN) | 5 |
| ინგლისური ენა 4 | 5 |
| ადამიანურ-კომპიუტერული ინტერაქცია (CEN) | 5 |
| ციფრული სქემატექნიკა (CEN) | 6 |
| სიგნალების ციფრული დამუშავება (CEN) | 5 |
| ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება და აპლიკაციები (CEN) | 5 |
| ინტელექტუალური სენსორები (CEN) | 4 |
| კომპიუტერული ქსელები (CEN) | 5 |
| კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება (CEN) | 5 |
| SCADA სისტემების დაპროექტება (CEN) | 6 |
| მიკროკონტროლერების არქიტექტურა (CEN) | 5 |
| ალბათობის თეორია და გამოყენებითი სტატისტიკა | 5 |
| არჩევითი საგანი: • ვებ-საიტების შექმნა და მართვა WordPress-ის საშუალებით (CEN) • კომპიუტერის პერიფერიული მოწყობილობების ორგანიზება (CEN) |
4 |
| თავისუფალი კომპონენტები 1 | 5 |
| საწარმოო პრაქტიკა (CEN) | 6 |
| საბაკალავრო პროექტის შესავალი (CEN) | 4 |
| IoT ტექნოლოგიები | 5 |
| საკომუნიკაციო ქსელების ორგანიზება (CEN) | 6 |
| ჩაშენებული სისტემები (CEN) | 6 |
| კრეატიული აზროვნების საფუძვლები (CEN) | 4 |
| საბაკალავრო პროექტი (CEN) | 6 |
| კიბერუსაფრთხოების საფუძვლები (CEN) | 5 |
| არჩევითი საგანი: • კომპიუტერული სისტემების მოდერნიზაცია და სერვისი • კომპიუტერული სისტემების კონსტრუირება და წარმოება (CEN) |
4 |
| არჩევითი საგანი: • მცირე ბიზნესის მართვა (CEN) • საინჟინრო ეთიკა (CEN) |
4 |
| თავისუფალი კომპონენტები 2 | 5 |
| სულ | 240 |
ელ. ფოსტა: info.ics@gtu.ge