სტუ

ბიოსამედიცინო ინჟინერია (ინგლისური ენა)

ფაკულტეტი/მიღება/საბაკალავრო პროგრამები/ბიოსამედიცინო ინჟინერია (ინგლისური ენა)English
ABET აკრედიტებული

ბიოსამედიცინო ინჟინერია (ინგლისური ენა)

ბიოსამედიცინო ინჟინერია — აბსტრაქტული ილუსტრაცია
სწავლების ენაინგლისური
პროგრამის მოცულობა240 კრედიტი
ხანგრძლივობა4 წელი
მისანიჭებელი კვალიფიკაციამეცნიერების ბაკალავრი ბიოსამედიცინო ინჟინერიაში

აკრედიტაცია

ბიოსამედიცინო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა (მეცნიერების ბაკალავრი ბიოსამედიცინო ინჟინერიაში) აკრედიტებულია ABET-ის საინჟინრო აკრედიტაციის კომისიის მიერ, კომისიის ზოგადი კრიტერიუმებისა და ბიოინჟინერიის, ბიოსამედიცინო ინჟინერიისა და მსგავსი სახელწოდების საინჟინრო პროგრამებისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად.

ინფორმაცია აკრედიტაციის შესახებ სტუ-ის ვებსაიტზე ↗

პროგრამის საგანმანათლებლო მიზნები (PEOs)

საბაკალავრო პროგრამის „ბიოსამედიცინო ინჟინერია“ მიზანია კურსდამთავრებულებმა შეძლონ:

  1. PEO 1

    განახორციელონ პროფესიული საქმიანობა, როგორც ბიოსამედიცინო ინჟინრებმა და/ან ბიოსამედიცინო ინჟინერიის მეცნიერებმა პროფესიულ გარემოში, რომელიც მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვაზე;

  2. PEO 2

    იყვნენ წარმატებულები თავიანთ პროფესიულ კარიერაში;

  3. PEO 3

    გააგრძელონ პროფესიული განვითარება ან დიპლომისშემდგომი განათლება, რათა შეძლონ თვითგანვითარება ბიოსამედიცინო ინჟინერიაში ან სხვა დარგებში.

პროგრამის სწავლის შედეგები (SOs)

  1. იყენებს ინჟინერიის, მეცნიერებისა და მათემატიკის პრინციპებს რთული საინჟინრო ამოცანების იდენტიფიცირების, ჩამოყალიბების და გადაჭრის მიზნით.

  2. იყენებს საინჟინრო დიზაინს გადაწყვეტის მისაღებად, რომლებიც დააკმაყოფილებენ კონკრეტულ მოთხოვნებს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის, ასევე გლობალური, კულტურული, სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით.

  3. ამყარებს ეფექტურ კომუნიკაციას აუდიტორიის ფართო სპექტრთან.

  4. აცნობიერებს ეთიკურ და პროფესიულ პასუხისმგებლობას საინჟინრო სიტუაციებში და იღებს ისეთ ინფორმირებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს საინჟინრო გადაწყვეტის გავლენას გლობალურ, ეკონომიკურ, გარემოსა და სოციალურ კონტექსტში.

  5. ფუნქციონირებს ეფექტურად გუნდში, რომლის წევრები ერთად უზრუნველყოფენ ლიდერობას, ქმნიან თანამშრომლობით და ინკლუზიურ გარემოს, ადგენენ მიზნებს, გეგმავენ ამოცანებს და აღწევენ შედეგს.

  6. შეიმუშავებს და ატარებს შესაბამის ექსპერიმენტებს, აანალიზებს და ინტერპრეტირებს მონაცემებს, იყენებს საინჟინრო განსჯას დასკვნების გამოსატანად.

  7. საჭიროებისამებრ იძენს და იყენებს ახალ ცოდნას შესაბამისი სასწავლო სტრატეგიების მეშვეობით.

მიღების პირობები

მათემატიკა ან ფიზიკა; ქართული ენა და ლიტერატურა; უცხო ენა (ინგლისური)

სასწავლო გეგმა
საგანი კრედიტი
საინჟინრო მათემატიკა 1 6
ფიზიკა A 5
შესავალი ზოგად და ორგანულ ქიმიაში 5
დაპროგრამება Visual studio გარემოში 4
შესავალი ბიოსამედიცინო ინჟინერიაში 5
ელექტროფიზიოლოგია 5
საინჟინრო მათემატიკა 2 6
ფიზიკა B 5
ადამიანის სხეულის ბიომექანიკა 4
ადამიანის ფიზიოლოგია 5
ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება -1 (C#-ის ბაზაზე) 5
თავისუფალი კომპონენტები:
• საქართველოს ისტორია და კულტურა
• ხელოვნება დროში
5
საინჟინრო მათემატიკა 3 6
ფიზიკა С 5
ელექტრული წრედები 1 5
ბიოსამედიცინო გაზომვები 5
Lab View დაპროგრამების მეთოდები 4
ბიოსამედიცინო ინსტრუმენტაცია 5
წრფივი ალგებრა 6
ბიოფიზიკა 5
ელექტრული წრედები 2 5
სამედიცინო ხელსაწყოების დიზაინი 5
ბიოსამედიცინო გადამწოდები 4
თავისუფალი კომპონენტები:
• დიზაინი და საზოგადოება
• თანამედროვე მართვის პრინციპები
• ბიომიმიკრია და მდგრადობა
5
სამედიცინო ელექტრონიკის საფუძვლები 6
მართვის სისტემები ბიოლოგიასა და მედიცინაში 5
ბიოინფორმატიკა Matlab გარემოში 5
მასალები სამედიცინო მოწყობილობებისთვის 4
ალბათობის თეორიის და ბიოსტატისტიკის საფუძვლები 5
მოდელირება Electronic Workbench გარემოში 5
ჯანდაცვის მენეჯმენტი და ეკონომიკა 5
კლინიკური პრაქტიკა 6
სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების ხარისხის მენეჯმენტი 5
CAD სისტემები 5
პროექტების მართვა 4
თავისუფალი კომპონენტები:
• შესავალი ერგონომიკაში
• სამუშაოს ანალიზის მეთოდები
5
ჯგუფური პროექტი 6
სპეციალობის არჩევითი 1:
• მიკროპროცესორული სამედიცინო სისტემები
• ბიოსამედიცინო სიგნალების და გამოსახულებების დამუშავება
6
სპეციალობის არჩევითი 2:
• კლინიკურ დიაგნოსტიკური ლაბორატორიული ხელსაწყოები
• სამედიცინო სისტემების ინტერფეისები
6
სპეციალობის არჩევითი 3:
• მობილური ჯანდაცვის სისტემები
• ტელემედიცინა
6
სპეციალობის არჩევითი 4:
• ჰოსპიტლების ადმინისტრირება და მენეჯმენტი
• დისტანციური სამედიცინო სისტემები
6
მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია6
სპეციალობის არჩევითი 5:
• სამედიცინო ინფორმატიკა
• სამედიცინო სენსორები
6
სპეციალობის არჩევითი 6:
• რადიოლოგიური ფიზიკა და დოზიმეტრია
• ხელოვნური ორგანოები და ბიოტექნიკური სისტემები
• მათემატიკური მოდელები ბიოლოგიასა და მედიცინაში
6
დამამთავრებელი პროექტი 12
სულ 240
სულ240 კრედიტი

კონტაქტი

ელ. ფოსტა: info.ics@gtu.ge

აკადემიური დეპარტამენტები