სტუ

      საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე 2020 წ. 8 დეკემბრიდან (რექტორის ბრძანება #05-04-11/1073) შეიქმნა კულტუროლოგიის მეცნიერებათა დეპარტამენტი (უფროსი – პროფ. რევაზ მიშველაძე; წევრები: პროფ. სოსო სიგუა, მურმან თავდიშვილი, თამარ ბლიაძე, ეკა ცხადაძე).

      დეპარტამენტის პროფესორები ქართულ და რუსულ ენებზე კითხულობენ საუნივერსიტეტო საგნებს: კულტუროლოგია, კულტურა და თანამედროვეობა, კულტურა და სამართალი; ეწევიან სამეცნიერო მოღვაწეობას, კერძოდ, რ. მიშველაძემ გამოაქვეყნა სახელმძღვანელოები და წიგნები (,,კულტუროლოგია”, ,,კულტურა და თანამედროვეობა”, ,,სჯანი კულტურასა და პოლიტიკაზე”, ,,პოლიტიკის კულტურა და კულტურის პოლიტიკა”, ,,საქართველო და საერთაშორისო პროცესები”); ს. სიგუამ - ,,კულტუროლოგიის საფუძვლები” სამ ტომად; ,,ქართული კულტურის ისტორია” ოთხ ტომად; მ. თავდიშვილმა - ,,მიგნება-აღმოჩენანი”, ,,ფირდოუსი”, ,,დიდი როქი ქართულ ლიტერატურაში”, ,,რუსთველოლოგიური კრიტიკა” ორ ტომად; წიგნები გამოჩენილ კულტუროლოგებზე: რ. მიშველაძეზე, ს. სიგუაზე, ნ. ბართაიასა და გ.გოგოლაშვილზე. მანვე ავტორთა კოლექტივთან ერთად გამოსცა სახელმძღვანელო-ქრესტომათია ,,სასამართლო და პოლიტიკური მჭევრმეტყველება”; თ. ბლიაძემ გამოსცა ,,კულტუროლოგიური გამოკვლევები”, ,,კულტუროლოგიური პრობლემები”, ,,ფილოლოგიური ეტიუდები”.

      დეპარტამენტის ძალისხმევით გამოვიდა ახალი სახელმძღვანელო ,,კულტურა და სამართალი” (2021), რომლის სილაბუსიც დეპარტამენტის პროფესორებმა შეადგინეს.

      დეპარტამენტის ყველა პროფესორი მწერალთა კავშირის წევრია. ისინი ხშირად მონაწილეობენ დისპუტებში, აქვეყნებენ ლიტერატურულ-კრიტიკულ სტატიებს. ასე, მაგალითად, 2022 წ. გამოვიდა მ. თავდიშვილის 764 – გვერდიანი ესეისტური კრებული ,,ჩემიანები”.

      პროფესორები აქტიურად გამოდიან სტუ-ში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე. 2023 წ. კულტუროლოგიურ სექციაზე მოხსენებები წაიკითხეს მიშველაძემ, სიგუამ, თავდიშვილმა, ბლიაძემ, ცხადაძემ; აქ გამომავალ სამეცნიერო ჟურნალებში (,,ინტელექტუალი”, ,,განათლება”, ,,საისტორიო ვერტიკალები”, ,,პარალელი”) იბეჭდება დეპარტამენტის პროფესორთა მასალები, ხოლო ჟურნალ ,,პარალელს” სწორედ კულტუროლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დეპარტამენტი გამოსცემს.

      სტუდენტებმა საუკეთესო ლექტორებდ დაასახელეს თ. ბლიაძე (2022) და მ. თავდიშვილი ორჯერ (2021, 2022).

      ამ პერიოდში რ. მიშველაძე დაჯილდოვდა სტუ-ის ოქროს მედლით, მანვე გაიმარჯვა მწერალთა კავშირის მიერ გამოცხადებულ კონკურსში (2023). ასევე ამავე წელს ფაკულტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა მისმა სახელმძღვანელომ ,,კულტუროლოგია” და დაიმსახურა I პრემია; მ. თავდიშვილმა გაიმარჯვა მწერალთა კავშირის მიერ გამოცხდებულ კონკურსში და დაიმსახურა ჯ. აჯიაშვილის სახ. პრემია, ხოლო სტუ-ის რექტორატმა 2023 წ. დააჯილდოვა სერტიფიკატით, როგორც საუკეთესო სახელმძღვანელოს ავტორი (,,ქართული სასამართლო და პოლიტიკური მჭევრმეტყველება”); ს. სოგუამ ამ პერიოდში დაიმსახურა საგურამოს ცნობილი პრემია, ასევე მიიღო კულტურის რაინდის წოდება.

დეპარტამენტის ხელმძღვანელი

პროფესორი რევაზ მიშველაძე
მისამართი: ოთახი 910 ა, VI სასწავლო კორპუსი
ელ ფოსტა: mishveladzerevaz07@gtu.ge