სტუ

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დაარსების დღიდან ფუნქციონირებს სისხლის სამართლის დეპარტამენტი. მას ხელმძრვანელობს პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, გენერალ-მაიორი ჯემალ ჯანაშია, რომლის მრავალწლიანი პრაქტიკული და სამეცნიერო გამოცდილებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

სისხლის სამართლის დეპარტამენტში ფუნქციონირებს ერთ-ერთი პირველი საუნივერსიტეტო კრიმინალური ლაბორატორია, საადაც სტუდენტები ეუფლებიან კრიმინალისტიკური კვლევის საფუძვლებს გამოცდილი სპეციალისტების ხემძღვანელობით.

ლაბორატორია აღჭურვილია ყველა ტიპის კრიმინალისტიკური ექსპეტიზის ჩასატარებლად განკუთვნილი საშუალებებითა და დანადგარებით, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის პროექტებს, რომლებიც აქ იგეგმება და სტუდენტებს საშუალებას აძლევს სიღრმისეულად დაეუფლონ სასწავლო პროცესისას განხილულ საკითხებს და პრაქტიკულ უნარჩვევებს.

აღსანიშნავია, რომ ლაბორატორია აღჭურვილია ყველა ტიპის კრიმინალისტიკური ექსპეტიზის ჩასატარებლად განკუთვნილი საშუალებებითა და დანადგარებით, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის იმ პროექტებს რომლებიც აქ იგეგმება. ლაბორატორიას ხელმძღვანელობს სამხარაულის სახელობის ეროვნული საექსპერტო-კრიმინალისტიკური ლაბორატორიის მოქმედი ექსპერტი ბატონი მალხაზ ჩიტაია. დეპარტამენტი აქტიურად არის ჩართული ისეთი აქტუალურ საკითხებზე ყურადღების გამახვილებით, როგორიცაა ნარკოტიკებთან ბრძოლის ძლიერი სამართლებრივი ბერკეტების შემუშავება. სადაც გარდა აკადემიური პერსონალისა ჩართულები არიან თავად სტუდენტებიც. რაც მათ კანონშემოქმედებისკენ მომდევნო ნაბიჯის გადადგმაში ეხმარება.

2017 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 27 დეკემბრის №2674 ბრძანების საფუძველზე სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის სისხლის სისხლის სამართლის დეპარტამენტში ფუნქციონირებს საქართველოში „ნარკოვითარების და დემოგრაფიული პრობლემების კვლევის და მონიტორინგის ცენტრი“, სადაც განხორციელდა არა ერთი საინტერესო თეორიული კვლევები ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და ნარკომანიის საწინააღმდეგო საკითხებზე. თეორიულ კვლევასთან ერთად მიმდინარეობს სამეცნიერო-პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელება.

2023 წელს სისხლის სამართლის დეპარტამენტში შეიქმნა ეჟენ ფრანსუა ვიდოკის სახელობის ლაბორატორია, რომელიც განახორციელებს ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებს და პერსონალური უსაფრთხოების მიმართულებით პედაგოგიურ - სამეცნიერო საქმიანობას.

დეპარტამენტის ხელმძღვანელი

პროფესორი ჯემალ ჯანაშია
მისამართი: ოთახი 903 ბ, VI სასწავლო კორპუსი
ელ ფოსტა: janashiajemal07@gtu.ge