სტუ

2017 წლის 19 სექტემბერიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე შეიქმნა საჯარო სამართლის აკადემიური დეპარტამენტი.

საჯარო სამართლის აკადემიური დეპარტამენტი წარმოადგენს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო ორგანიზაციულ ერთეულს, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში უზრუნველყოფს სასწავლო-მეთოდურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.

2017-2018წწ საჯარო სამართლის აკადემიური დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა პროფესორი მარიამ ჯიქია.

2018-2022წწ საჯარო სამართლის აკადემიური დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა ასოცირებული პროფესორი ავთანდილ კალმახელიძე.

2023 წლიდან დღემდე საჯარო სამართლის აკადემიური დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პროფესორი, სტუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი ნინო ნიშნიანიძე.

საჯარო სამართლის აკადემიური დეპარტამენტს ჩამოყალიბების შემდეგი ისტორია აქვს:

ჯერ კიდევ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში 1978 წელს დაარსდა პატენტმცოდნეობის კათედრა, რომელსაც 1978-1992 წლებში დავით დევდარიანი ხელმძღვანელობდა ხოლო 1992-1995 წლებში ლ. ლომარჯიძე.

1995 წლიდან პატენტმცოდნეობის კათედრა სამეურნეო და საერთაშორისო სამართლის კათედრად გარდაიქმნა, რომელსაც სამართლის სფეროში აღიარებული მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე მინდია უგრეხელიძე ხელმძღვანელობდა.

1997 წელს სამეურნეო და საერთაშორისო სამართლის კათედრის პარალელურად სამართლისა და კრიმინალისტიკის კათედრა შეიქმნა, რომელის ხელმძღვანელი 1997-2006 წლებში გახლდათ ცნობილი იურისტი, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ავთანდილ კალმახელიძე.

1999 წელს მინდია უგრეხელიძე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლედ იქნა არჩეული და ტექნიკურ უნივერსიტეტში მისი მოვალეობის შესრულება ქეთევან ქოქრაშვილს დაეკისრა.

2000 წელს კათედრამ შეიცვალა დასახელება და მას სამართლის კათედრა ეწოდა, რომელსაც ქეთევან ქოქრაშვილი ხელმძღვანელობდა.

2007 წლიდან სამართლისა და კრიმინალისტიკის კათედრა სამართლის დეპარტამენტად გარდაიქმნა და მის ხელმძღვანელად პროფესორი კონსტიტუციონალისტი ზაზა რუხაძე დაინიშნა.

2009-2012 წლებში სამართლის დეპარტამენტს პროფესორი, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე და პრაქტიკოსი იურისტი ჯემალ გახოკიძე ხელმძღვანელობდა.

2012 წლიდან 2017 წლამდე სამართლის დეპარტამენტს ხელმძღვანელი გახლდათ სამართლის დოქტორი, პროფესორი, აკადემიური საბჭოს წევრი ირაკლი გაბისონია.

საჯარო სამართლის აკადემიური დეპარტამენტში ფუნქციონირებს საჯარო სამართლის ლაბორატორია, რომლის ხელმძღვანელია პროფესორი ზურაბ მელქაძე.

საჯარო სამართლის აკადემიური დეპარტამენტი ახორციელებს საჯარო სამართლის მიმართულებით აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებს.

საჯარო სამართლის აკადემიური დეპარტამენტი მუდმივ რეჟიმში მუშაობს საჯარო სამართლის საჯარო სფეროში არსებულ აქტუალურ პრობლემემატიკაზე.

დეპარტამენტის ხელმძღვანელი

პროფესორი ნინო ნიშნიანიძე
მისამართი: ოთახი 905 ბ, VI სასწავლო კორპუსი
ელ ფოსტა: nishnianidzenino07@gtu.ge