სტუ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, სწავლების სამივე საფეხურზე, სასწავლო-სამეცნიერო მუშაობა მიმდინარეობს შემდეგი მიმართულებით: საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია, პოლიტიკა, გეოპოლიტიკა, გლობალიზაცია, საერთაშორისო და რეგიონალური კონფლიქტები და სხვ.

პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, 2006  წლიდან პოლიტოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის, ფილოსოფიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კათედრების ბაზაზე ჩამოყალიბდა და დღეს იგი ფაკულტეტის შემადგენლობაშია, როგორც პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების აკადემიური დეპარტამენტი.

2006-2021 წლებში დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იგორ კვესელავა.

2021 წლიდან-დღემდე დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე.

პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების აკადემიურ დეპარტამენტში ხორციელდება ,,საერთაშორისო ურთიერთობების“ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. ამასთან, ფუნქციონირებს რუსულენოვანი ,,საერთაშორისო ურთიერთობების“ საბაკალავრო პროგრამა.

დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლეთა მიერ გამოქვეყნდა მრავალი მონოგრაფია, სახელმძღვანელო და სამეცნიერო ნაშრომი. ისინი აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ბევრი მათგანი არის სხვდასხვა დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, სამეცნიერო ჟურნალების რედაქტორი ან სარედაქციო კოლეგიის წევრი, საშინაო და საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი.

დეპარტამენტის ხელმძღვანელი

პროფესორი თამარ კიკნაძე
მისამართი: ოთახი 601 ა, VI სასწავლო კორპუსი
ელ ფოსტა: kiknadzetamar12@gtu.ge