სტუ

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კერძო სამართლის აკადემიური დეპარტამენტი წარმოადგენს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო ორგანიზაციულ ერთეულს, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში უზრუნველყოფს სასწავლო-მეთოდურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.

კერძო სამართლის დეპარტამენტის ჩამოყალიბებას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს.

1978 წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შეიქმნა პატენტმცოდნეობის კათედრა, რომელსაც 1978 წლიდან 1992 წლამდე ხელმძღვანელობდა დავით დევდარიანი, ხოლო 1992-1995 წლებში ლ. ლომარჯიძე.

1995 წლიდან პატენტმცოდნეობის კათედრა გადაკეთდა სამეურნეო და საერთაშორისო სამართლის კათედრად და მას სათავეში ჩაუდგა სამართლის სფეროში აღიარებული მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე მინდია უგრეხელიძე.1997 წელს სამეურნეო და საერთაშორისო სამართლის კათედრის პარალელურად შეიქმნა სამართლისა და კრიმინალისტიკის კათედრა,რომელსაც 1997-2006 წლებში ხელმძღვანელობდა ცნობილი პრაქტიკოსი იურისტი ,თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ავთანდილ კალმახელიძე.

 1999 წელს მინდია უგრეხელიძე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აირჩიეს მოსამართლედ და ტექნიკურ უნივერსიტეტში მისი მოვალეობის შესრულება ქეთევან ქოქრაშვილს დაეკისრა. 2000 წელს კათედრამ კვლავ შეიცვალა სახელი, მას სამართლის კათედრა ეწოდა და სათავეში ქეთევან ქოქრაშვილი ჩაუდგა.

2007 წლიდან სამართლისა და კრიმინალისტიკის კათედრა სამართლის დეპარტამენტად გადაკეთდა. ხელმძღვანელად დაინიშნა პროფესორი კონსტიტუციონალისტი ზაზა რუხაძე.

2009-2012 წლებში სამართლის დეპარტამენტს პროფესორი გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე და პრაქტიკოსი იურისტი , ჯემალ გახოკიძე ხელმძღვანელობდა.

2012 წლიდან 2017წლამდე სამართლის დეპარტამენტს სათავეში ჩაუდგა სამართლის დოქტორი, პროფესორი, აკადემიური საბჭოს წევრი ირაკლი გაბისონია.

2017 წლიდან სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე შეიქმნა სამართლის სამი აკადემიური დეპარტამენტი.

კერძო სამართლის დეპარტამენტს 2017წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი,პროფესორი ციალა გლოველი.

კერძო სამართლის დეპარტამენტში ხორციელდება სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები.

კერძო სამართლის აკადემიურ დეპარტამენტში 2019 წლიდან ფუნქციონირებს სანოტარო მოქმედებებისთვის განკუთვნილი ლაბორატორია, სადაც სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ მოქმედი ნოტარიუსების ზედამხედველობით ჩაატარონ იმიტირებული მოქმედებები.

2021წლიდან კერძო სამართლის აკადემიურ დეპარტამენტში გაიხსნა ინტელექტუალური საკუთრების ლაბორატორია. რომლის მიზანია: ინტელექტუალური საკუთრების სფეროში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო და სხვა სახის ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების პროექტების ექსპერტიზა და სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება; • ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების უნივერსიტეტებთან და შესაბამის უწყებებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების მიზნით. ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება, დამუშავება და შემდგომი ანალიზი; • ინტელექტუალური საკუთრების სამართალში და არამარტო, სასწავლო ლიტერატურისა და პერიოდული გამოცემებისთვის მასალების მომზადებაში მონაწილეობა; სტუ-ს აკადემიური პერსონალისთვის, იურიდიული დახმარების გაწევა გათვალისწინებულია შემდეგი მიმართულებით: ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების (გამოგონება, სასარგებლო მოდელი, დიზაინი, სასაქონლო ნიშანი, ადგილწარმოშობის დასახელება, გეოგრაფიული აღნიშვნა, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგია, საავტორო და მომიჯნავე უფლებები, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშები და სხვ.) განაცხადების შედგენა, რეგისტრაციის, დამცავი დოკუმენტების მიღება, მათი ძალაში შენარჩუნების, გამოყენების, უფლებების გადაცემის, სალიცენზიო ხელშეკრულების რეგისტრაციის, უფლებების დაცვის და იურიდიული კონსულტაციის გაცემა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში.მოკლე და გრძელვადიანი ტრენინგების დაგეგმვა პრაქტიკული და სამეცნიერო საჭიროებებიდან გამომდინარე, როგორც სტუ-ს აკადემიური პერსონალისთვის, ასევე სტუდენტებისთვის.ლაბორატორიის განვითარების მიზნით, სხვადასხვა სახის ინოვაციური პროექტების შემუშავება და დანერგვა; და სხვა.რომელიც, სტუდენტებში დიდ ინტერესს იწვევს.

კერძო სამართლის აკადემიურ დეპარტამენტში ასევე ფუნქციონირებს სამართლის კლინიკა, რომელიც უაღესად მნიშვნელოვანია. მისი ისტორია ჯერ კიდევ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებამდე იღებს სათავეს. იგი გახლავთ უნივერსიტეტის ბაზაზე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების ყველაზე კარგი საშუალება. აქ სტუდენტებს საშუალება აქვთ უშუალოდ იმუშაობ ბენეფიციარებთან კვალიფიციური პრაქტიკოსი ლექტორების ზედამხედველობით და გასცენ კონსულტაციები.

კერძო სამართლის აკადემიური დეპარტამენტის პროფესორ- მასწავლებლების მირ გამოქვეყნებულია მრავალი სამეცნიერო ნაშრომი,სახელმძღვანელო და მონოგრაგია. მათ შორის უმეტესობა პროფესიონალი პრაქტიკოსი იურისტია.

დეპარტამენტის ხელმძღვანელი

პროფესორი ციალა გლოველი
მისამართი: ოთახი 607 ბ, VI სასწავლო კორპუსი
ელ ფოსტა: t_gloveli@gtu.ge