სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე სასწავლო პროცესისა და კვლევების უზრუნველსაყოფად ფუნქციონირებს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომპიუტერული ცენტრი. ის დაყოფილია ხუთ სხვა და სხვა კომპიუტერულ კლასად, რომლითაც შეუზღუდავი სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფაკულტეტის სტუდენტებს ასევე აკადემიურ პერსონალს.
კლასები ემსახურება სხვა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით სწავლა/სწავლებისა და კვლევების კონკრეტულ საჭიროებებს, კერძოდ:
კომპიუტერული კლასი 1
კომპიუტერული კლასი ემსახურება საგანმანათლებლო პროგრამა „ლოჯისტიკის“ და „ტრანსპორტის ინჟინერიის“ სწავლების საჭიროებებს და ის აღჭურვილია შესაბამისი სიმძლავრის კომპიუტერებითა და პროგრამული უზრუნველყოფის ისეთი რესურსებით, რომლებიც აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეისწავლონ მათი სპეციალობისათვის საჭირო ექსკლუზიური პროგრამები;
კომპიუტერული კლასი 2
კომპიუტერული კლასი განკუთვნილია პროფესიული სწავლების პროგრამისათვის. კერძოდ კლასით სარგებლობენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ბეჭდვითი მედიატექნოლოგიები“ სტუდენტები. კლასი აღჭურვილია სწავლა/სწავლებისათვის აუცილებელი შესაბამისი პროგრამებით, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ და დაეუფლონ ცოდნას ისეთი პროგრამების როგორიცაა, ADOBE PHOTOSHOP; ADOBE ILLUSTRATOR; ADOBE INDESIGN; CORELDRAW; სხვა და სხვა საოფისე პროგრამები და ა.შ;
კომპიუტერული კლასი 3
პროფესორ გ. ბოკუჩავას სახელობის კომპიუტერული კლასი, ემსახურება მექანიკის ინჟინერიის სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას. კლასი აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერებითა და სასწავლო რესურსებით, სადაც შესაძლებელია მომზადდეს დავალებები; ჩატარდეს შესაბამისი კვლები და სწავლა/სწავლების სხვა და სხვა აქტივობები;
კომპიუტერული კლასი 4
ეს არის ე.წ. საერთო სარგებლობს სასწავლო სივრცე, სადაც განთავსებული კომპიუტერებით და სხვა სასწავლო რესურსებით შეუზღუდავად სარგებლობა შეუძლია ფაკულტეტის ნებისმიერ სტუდენტს და თანამშრომელს. კლასში მათ შეუძლიათ მოამზადონ სხვა და სხვა დავალებები; პრეზენტაციები; ჩაატარონ შესაბამისი კვლები და სწავლა/სწავლებისათვის მიზნობრივად გამოიყენონ შესაბამისი ბაზები;
კომპიუტერული კლასი 5
საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის აკადემიური დეპარტამენის სამუშაო სივრცეში ფუნქციონირებს პროფესორ ა. შავგულიძის სახელობის ორ განყოფილებიანი კომპიუტერული კლასი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიებით. ის სრულად ემსახურება დეპარტამენტის სასწავლო სილაბუსებით გათვალისწინებულ პროგრამულ საჭიროებებს. აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტი საუნივერსიტეტო მასშტაბით ემსახურება სხვა და სხვა საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამებს, შესაბამისად კომპიუტერული კლასით, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის გარდა სარგებლობენ სტუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, რომელთა საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებულია საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის აკადემიური დეპარტამენტის პროფილით გათვალისწინებული საგნების სწავლა/სწავლება;