კონფერენციის ვებ-გვერდი
კონფერენციის შესახებ
ეფექტური სატრანსპორტო და ლოგისტიკური სისტემები ქმნიან ეკონომიკური და სოციალური განვითარების შესაძლებლობებს და სარგებელს. თვითონ დარგი „ტრანსპორტი“ საკმაოდ კომპლექსურია და აერთიანებს რამდენიმე მიმართულებას – ტრანსპორტის მხოლოდ ფუნქციონირებისათვის აუცილებელია მინიმუმ სამი ფაქტორის – 1. ინფრასტრუქტურა; 2. მოძრავი შემადგენლობა (მანქანა); 3. მენეჯმენტი, რაც თავისთავად დარგის მრავალპროფილურობაზე მიუთითებს. ამას კონკრეტულ შემთხვევებში ემატება სხვა ინტერდისციპლინური ფაქტორები (სამოქალაქო ინჟინერია; მექანიკა; ბიზნესი; ეკონომიკა; ლოგისტიკა; პოლიტიკა და ა.შ) რომელიც საბოლოო ჯამში ტრანსპორტის საკითხებს საკმაოდ მრავალფეროვანსა და კომპლექსურს ხდის. შესაბამისად საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია“ და მისი ეგიდით სატრანსპორტო პრობლემათა მულტიპროფილური შესწავლა და მეცნიერული ანალიზების და დასკვნების მომზადება ნებისმიერი ქვეყნის, განსაკუთრებით კი საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, გრძელვადიან პერსპექტივაში სოციალურ-პოლიტიკური, საზოგადოებრივი, კულტურული ან/და ტექნიკური პროგრესისათვის მნიშვნელოვანია.
ზოგადად ტრანსპორტი არის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და თავდაცვისუნარიანობის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი. მისი მდგრადი განვითარების გარეშე წარმოუდგენელია ეროვნული მეურნეობის რომელიმე დარგის ეფექტიანი ფუნქციონირება; საქართველოში როგორც სოციალური, ისე სამეურნეო სფეროებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა უკავია ტრანსპორტს. ტრანსპორტისა და მისი სახეების ჰარმონიულ განვითარებას განსაკუთრებულ აქტუალურობას ანიჭებს საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა, მისი როლი „ევროპა-აზიის“ სატრანსპორტო დერეფანში, რაც ნათელს ხდის ამ დარგში კვალიფიციური სამეცნიერო კვლევების საჭიროებას და საუკეთესო გლობალური პრაქტიკისა და ცოდნის ტრანსფერის აუცილებლობას. ტრანსპორტის მიმართულებით კვლევები მნიშვნელოვანია როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. დღეს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანსპორტო დარგის მიმდინარე გამოწვევების და სამომავლო ეროვნული და გლობალური პერსპექტივების განხილვა შემდეგი მიმართულებებით:
საბოლოო ჯამში, ამ ტრადიციული კონფერენციის ჩატარების მიზანია, მაღალი დონის ინსტიტუციური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფორმატში განხილული იქნას სატრანსპორტო დარგის პრობლემები სამეცნიერო და აკადემიური წრის წარმომადგენლების მონაწილეობით. ამასთან ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად ხელი შეეწყოს და გაძლიერდეს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი, მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესაძლებლობა; მოხდეს მეცნიერების განვითარება და პოპულარიზაცია, მეცნიერებაში ახალი კადრების მოზიდვა და ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლება.
კონფერენციის სამუშაო თემები:
საკონტაქტო ელ. ფოსტა: ictbea@gtu.ge
კონფერენციის შესახებ სრული ინფორმაცია (რეგისტრაცია, მოთხოვნები სტატიის გაფორმებისათვის, საბანკო რეკვიზიტები და ა. შ.) ასევე განთავსებულია კონფერენციის ვებ-გვერდზე: ICTBEA.gtu.ge