სტუ
24/10/2024

ფაკულტეტზე Erasmus+ KA107 გაცვლითი საერთაშორისო მობილობის პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა

24 ოქტომბერს, სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი Erasmus+ KA107 გაცვლითი საერთაშორისო კრედიტ-მობილობის (International Credit Mobility – ICM) პროგრამების შესახებ საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს.
  
სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების არსებულ შესაძლებლობებზე და მათ კითხვებს - მათ შორის ტექნიკური და აპლიკაციის საპროცედურო საკითხებზე ამომწურავად უპასუხეს.

ფაკულტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს და მის თანამშრომლებს  შეხვედრის ჩატარებისათვის და აქვე მოვუწოდებთ ფაკულტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს, აქტიურად ისარგებლონ სტუ-ში არსებული საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებით, ვინაიდან ის პირველ რიგში სასარგებლოა როგორც მათი კარიერული და პიროვნული ზრდისათვის, ამასთან, ის საუკეთესო ევროპული ცოდნისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობასაც იძლევა. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი Erasmus+ KA107 გაცვლითი საერთაშორისო კრედიტ-მობილობის (International Credit Mobility – ICM).

მოქმედი პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული.