2015-2017 წლებში სწავლობდა და წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, მაგისტრატურის საფეხური. ამჟამად გახლავათ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი. მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროს სპეციალისტად. ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სისხლის სამართლის სპეციალობით.