საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წმიდა დიდმოწამე, საქართველოს მნათობი კახეთის დედოფალ ქეთევანის მოწამებრივი აღსასრულიდან 400 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „ქალთა სამართლებრივი მდგომარეობა შუა საუკუნის საქართველოში და თანამედროვე მსოფლიოში“, ჩატარდა.
კონფერენცია, რომელიც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა, გახსნა ვიცე-რექტორმა. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, საქართველოს ისტორიის ყველა ეტაპზე ქალებმა განსაკუთრებული მისია იტვირთეს კულტურულ, სოციალურ, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრების განვითარებაში.